როდის იწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - კვირის პალიტრა

როდის იწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები?

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ყველაფერი მზად არის, სამზადისი 23-ვე ცეტრში თითქმის დასასრულს მიუახლოვდა,- ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ, თბილისის №175 საჯარო სკოლაში განაცხადა, სადაც გამოცდებისთვის მზადების პროცესს დაესწრო.

"ხვალ იწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით. დილის 08:00 საათზე დაიწყება რეგისტრაცია, შესაბამისად, ამ დროს ველოდებით აბიტურიენტებს, ვისაც პირველ სესიაზე აქვს გამოცდა. დღეს სამზადისი 23-ვე ცეტრში თითქმის დასასრულს მიუახლოვდა. რამდენიმე საათში ჩვენ გვექნება გენერალური რეპეტიცია ყველა ცენტრში, როცა სრული შემადგენლობით ყველა მობრძანდება და ყველაფერი შემოწმდება",- განაცხადა გორგოძემ.

სოფიო გორგოძის თქმით, ყველა საგამოცდო ცენტრში წესრიგშია გაგრილების სისტემა და აბიტურიენტებს პრობლემა არ შეექმნებათ.

"მინდა ვთხოვო აბიტურიენტებს არ დაიგვიანონ გამოცდაზე, აუცილებლად იქონიონ თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საგამოცდო ბარათი. ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით ამ პერიოდში სხვადასხვა დაწესებულებებთან. გაგრილების სისტემა არის ყველა ცენტრში, შესაბამისად, წელს ეს საკითხი მოგვარებულია",- განაცხადა გორგოძემ.

"ინტერპრესნიუსი"