როგორია 20 ივნისს აქციის დაშლისას მძიმედ დაშავებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

როგორია 20 ივნისს აქციის დაშლისას მძიმედ დაშავებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

20 ივნისს აქციის დაშლისას მძიმედ დაშავებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაში დადებითი დინამიკა შეინიშნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული ჰოსპიტალის დირექტორმა ნათია ნუცუბიძემ განუცხადა.

ექიმის განცხადებით, ჰოსპიტალში სულ სამი პაციენტი იყო გადაყვანილი სხვადასხვა კლინიკებიდან , რომელთაგან ერთი სავარაუდოდ, ხვალ გაეწერება, მეორე დაკვირვების ქვეშ რჩება, თუმცა მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მესამე, 46 წლის მამაკაცის მდგომარეობა კი უკეთესობისკენ იცვლება.

„46 წლის პაციენტი იყო მძიმე მდგომაროებაში. ჩვენთან მართვითი სუნთქვის აპარატით იქნა გადმოყვანილი. პაციენტს მეორე დღეა დინამიკაში გაუმჯობესება აღენიშნება. მეორე დღე მოიხსნა მედიკამენტოზური სედაციიდან. რჩება გამარტივებულ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის რეჟიმზე, სპონტანურად ახელს თვალებს და ცდილობს მარტივი დავალებების შესრულებას. დინამიკაში გაუმჯობესება გვაქვს. რაც შეეხება დანარჩენ ორ პაციენტს, ერთი სტაბილურია და გაეწერება მალე. მეორე რჩება დაკვირვების ქვეშ“,- განაცხადა ექიმმა.

"ინტერპრესნიუსი"