"ჩემი ხმა მუცოს!" - კვირის პალიტრა

"ჩემი ხმა მუცოს!"

"საყდრისის კომიტეტი" იწყებს ახალ კამპანიას - "ჩემი ხმა მუცოს", რომელიც მიზნათ ისახავს მუცოსთვის, როგორც ევროპის რჩეული ძეგლისთვის ხმების მობილიზებას.

"ციხე-სოფელ მუცოს საკონსერვაციო პროექტმა, როგორც წლის საუკეთესო პროექტმა უკვე მიიღო ორგანიზაცია "ევროპა ნოსტრას" აღიარება და გახდა გამარჯვებული, ახლა ჯერი კიდევ ერთ პრიზზე - ევროპის "საზოგადოების რჩეულზეა", რომელსაც "ევროპა ნოსტრა" ხმის მიცემით გამოავლენს.

2019 წლის ოქტომბერში, პარიზის კონგრესის სასახლეში ევროპის რჩეული ძეგლი გამოვლინდება, თუმცა მანამდე მუცო მთავარი პრიზის მოსაპოვებლად ბრძოლას იწყებს.

მოგიწოდებთ, 15 სექტემბრის ჩათვლით ვუგულშემატკივროთ და ჩვენი ხმა მივცეთ მუცოს.

ხმის მიცემა ➡ https://vote.europanostra.org/

ხმის მიცემის პროცედურა: ხმა უნდა მისცეთ სხვადასხვა ქვეყნიდან წარდგენილ 3 სხვადასხვა პროექტს;

პირველად ხმა მიეცით მუცოს პროექტს. ამ შემთხვევაში ის შეფასდება 3 ქულით. თქვენს მიერ შერჩეული მეორე პროექტი მიიღებს 2 ქულას, ხოლო მესამე - 1 ქულას; თქვენი არჩევანის გაგზავნამდე სპეციალურ ველში შეავსეთ სათანადო მონაცემები. ხმის მიცემისას შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი თქვენი რჩეული პროექტის შესახებ.

ხმის მიცემის შემდეგ თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებას, რომელიც უნდა დადასტურდეს. (შეტყობინება შამოწმეთ spam-ის ველშიც;

ხმის მიცემის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 სექტემბერი;

ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.

"ჩემი ხმა მუცოს" - ფარგლებში "საყდრისის კომიტეტი" სექტემბრამდე სხვადასხვა აქტივობებს გეგმავს.

ლოგო შექმნილია სპეციალურად კამპანიისთვის - "ჩემი ხმა მუცოს"

ავტორი - თეო ბექაური", - ნათქვამია "საყდრისის კომიტეტის" განცხადებაში.