რა სპეცსაშუალებები და ტყვიები გამოიყენა სპეცრაზმმა 20-21 ივნისის ღამეს
რა სპეცსაშუალებები და ტყვიები გამოიყენა სპეცრაზმმა 20-21 ივნისის ღამეს
20 ივნისს, აქციის დაშლისას მძიმედ დაშავებული 50 წლამდე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მართვითი სუნქთვის აპარატიდან მოიხსნა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, საზღვარგარეთ სამკურნალოდ დღეს უკვე გაემგზავრა ერთი პირი, მეორე კი ქვეყანას გამთენიისას დატოვებს.

ამ დროისთვის თბილისის სხვადასხვა კლინიკაში 5 პაციენტი განაგრძობს სტაციონარულ მკურნალობას.

გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს ვრცელ სტატიას რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ, სადაც ასევე საუბარია იმაზე, თუ
რა სპეცსაშუალებები და ტყვიები გამოიყენა სპეცრაზმმა. გთავაზობთ ამონარიდს:

20-21 ივნისის ღამეს სპეცრაზმი პარლამენტის შენობის დაცვისას იყენებდა ცრემლსადენი აირის ყუმბარების მსროლელ სპეციალურ ყუმბარსატყორცნებს, პომპიან თოფებს, რომლებიც ისროდა რამდენიმე მრგვალ ან ერთ რაკეტის ფორმის რეზინის ტყვიებს.

მოგვიანებით პარლამენტის შენობასთან გამოჩენილმა სპეცრაზმელთა "კოლოფმა" მომიტინგეთა დასაშლელად ზემოთ ხსენებულ იარაღთან
ერთად აამოქმედა წყლის ჭავლის გამშვები სპეციალური მანქანა და ჯავშანმანქანაზე დამონტაჟებული აკუსტიკური ქვემეხი, რომელიც დაბალსიხშირიანი ინფრაბგერებით ადამიანის სმენის ორგანოებზე მტკივნეულად მოქმედებს.

20-21 ივნისის ღამეს პარლამენტთან მიტინგის დაშლისას ადამიანების დაშავება იმ რეზინის ტყვიებმა გამოიწვია, რომლებიც არასასიკვდილოს ნაცვლად, ნაკლებად სასიკვდილოდ კლასიფიცირდება და რომელთა სროლა ახლო მანძილიდან და თანაც - თავში, დაუშვებელია...

გავრცელებულ ვიდეოკადრებში არ ჩანს პნევმატური იარაღის - FN303-ის (რომლითაც 7 ნოემბრისა და 26 მაისის მიტინგების არაერთი მონაწილე დასახიჩრდა) გამოყენების ფაქტები; წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმედ დაშავებულთა რიცხვი შეიძლებოდა გაზრდილიყო.

უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსთაველის პროსპექტზე რამდენიმე ასეული ცრემლსადენი აირის ყუმბარის სროლის შედეგად წარმოქმნილი კვამლი არც მოსახლეობისა თუ სასტუმროების ბინადართა ჯანმრთელობაზე იმოქმედებდა სასიკეთოდ. (იხილეთ სრულად)


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები