როგორ გამოიყურება განახლებული 10-ლარიანი - კვირის პალიტრა

როგორ გამოიყურება განახლებული 10-ლარიანი

2019 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში განახლებულ 10 ლარის ნომინალის ბანკნოტებს გაუშვებს. ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად იქნება.

განახლებული 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები საზოგადოებას დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარუდგინა.

2015 წლის 3 ნოემბერს ეროვნულმა ბანკმა მოდიფიცირებული ლარის ნიშნების ახალი ოჯახი - განახლებული, 20, 50, 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები წარადგინა, რომელიც დაბეჭდილია უმაღლესი ხარისხის, ცვეთის მიმართ მდგრად ქაღალდზე და აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე დამცავი ნიშნებით.

რაც შეეხება განახლებულ 10-ლარიან ბანკნოტს, მის წინა მხარეს გამოსახულია აკაკი წერეთლის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით, ასევე, ნაწყვეტი აკაკის ლექსიდან "გაზაფხული" მისი ავტოგრაფით, აყვავებული რტო და მერცხალი.

უკანა მხარეს წარმოდგენილია ქართველი ფერმწერისა და გრაფიკოსის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის დავით კაკაბაძის ცნობილი ნაწარმოები "იმერეთი-დედაჩემი" ბანკნოტის დომინანტ ფერთან შეხამებული მრავალფეროვნებით და საქართველოს სახელმწიფო გერბი. გაგრძელება