"ჩათვალეს, რომ რუსეთზე მქონდა გართულება" - ვინ არიან ქართველი მორაგბეები, რომელთაც რუსეთში თბილისის აქციების სოლიდარობისთვის კონტრაქტი შეუწყვიტეს - კვირის პალიტრა

"ჩათვალეს, რომ რუსეთზე მქონდა გართულება" - ვინ არიან ქართველი მორაგბეები, რომელთაც რუსეთში თბილისის აქციების სოლიდარობისთვის კონტრაქტი შეუწყვიტეს

ამ ჟესტით ჩემს ხალხს გამოვუცხადე მხარდაჭერა და არა პოლიტიკოსებს, - ამის შესახებ რუსულ "სალავაში" მოასპარეზე ქართველმა მორაგბემ რეზი ბროძელმა "რაგბი TV"-ის განუცხადა. ბროძელმა მისთვის და საბა ილურიძისთვის კონტრაქტის შეწყვეტაზე ისაუბრა, რისი მიზეზიც ერთ-ერთ თამაშში დადებული ლელოს აღნიშვნა გახდა, ბროძელმა და ილურიძემ თვალზე ხელი აიფარეს და ამ ფორმით გამოუცხადეს სოლიდარობა თბილისში მიმდინარე აქციებს.

"ჩათვალეს, რომ პოლიტიკურად დატვირთული იყო და რუსეთზე მქონდა გართულება. ამ ჟესტით ჩემს ხალხს გამოვუცხადე მხარდაჭერა და არა პოლიტიკოსებს", - განაცხადა რეზი ბროძელმა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო