"მაკოს დამატებითი პრობლემა აღმოაჩნდა" - რას ამბობს 20-21 ივნისს დაშავებული 18 წლის გოგონას და - კვირის პალიტრა

"მაკოს დამატებითი პრობლემა აღმოაჩნდა" - რას ამბობს 20-21 ივნისს დაშავებული 18 წლის გოგონას და

მაკო გომურს დამატებითი პრობლემა აღმოაჩნდა, რის გამოც ის გერმანიაში სხვა კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" 20-21 ივნისს დაშავებული 18 წლის მაკო გომურის დამ ია გომურმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მაკო გომური კლინიკაში მოთავსებული არც ყოფილა და გერმანიაში ჩასვლის შემდეგ საავადმყოფოში მხოლოდ ორჯერ იმყოფებოდა.

"ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიში საფრთხე საქართველოდან წასულს აღარ ჰქონია. აქაურმა ექიმებმა გააკეთეს ის, რომ მაკოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მაკოს გაუკეთდა ოპერაცია. თვალში ჩაუდგეს ფირფიტა, რომელიც ხელს შეუშლის თვალის მთლიანობის დახშობას. იყო საშიშროება, რომ პროთეზი ვეღარ ჩაედგათ და ეს ფირფიტა ამისთვის ჩაუდგეს, რომ საშიშროება განეიტრალებულიყო. მას ახლა აღმოაჩნდა დამატებითი პრობლემა ცხვირის ღრუში, რომელიც გამოვლინდა გამოკვლევების შემდეგ. ეს წარმოქმნილია დარტყმის შედეგად. აღნიშნულ პრობლემაზე დღეს მიაკითხავს სხვა კლინიკას", - განაცხადა მაკო გომურის დამ ია გომურმა.

იხილეთ ასევე: "დაჭრილი გოგონა, რომელსაც ტელევიზიით ვუყურებდი, როგორ გაჰყავდათ, თურმე ჩემი შვილი ყოფილა"