"უნ­დათ კაი ტი­პე­ბად იგ­რძნონ თავი" - რატომ აპროტესტებს ქეთათო აქციებზე ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების დაკვრას
"უნ­დათ კაი ტი­პე­ბად იგ­რძნონ თავი" - რატომ აპროტესტებს ქეთათო აქციებზე ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების დაკვრას
ქე­თა­თო პო­პი­აშ­ვი­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლოა, რომ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის სიმ­ღე­რებს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის ხარ­ჯზე უკ­რა­ვენ. მუ­სი­კო­სის ცოლი "ფე­ის­ბუქ­ზე" მი­მარ­თვას აქ­ვეყ­ნებს.

"ირაკ­ლის მუ­სი­კა თა­ვი­სი მაშ­ტა­ბით იმ­დე­ნად დი­დია და დროს­თან მი­მარ­თე­ბა­ში მისი აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბა იმ­დე­ნად მზარ­დი, რომ არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა მცდე­ლო­ბა მისი კომ­პო­ზი­ცი­ის სხვა­დას­ხვა პო­ლით, თუ სა­მო­ქა­ლა­ქო ჯგუ­ფე­ბის მხრი­დან სა­კუ­თა­რი პიარ მიზ­ნე­ბის­თვის მი­ტა­ცე­ბა-გა­მო­ყე­ნე­ბის. რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბა იძა­ბე­ბა და ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით, რომ ისეთ გა­რე­მო­ში გვი­წევს ცხოვ­რე­ბა, სა­დაც პო­ლიტ რყე­ვე­ბის ამ­პლი­ტუ­და საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია, ყვე­ლას
უნ­დე­ბა ის, ყვე­ლა­ზე მარ­თა­ლი სი­ტყვა, რო­მელ­საც ასე­თი­ვე უკომ­პრო­მი­სო ცხოვ­რე­ბის წე­სით გა­ჯე­რე­ბუ­ლი მე­ლო­დია და ძლი­ე­რი მე­ტა­ფო­რა უმაგ­რებს ზურგს. უნ­დათ სა­კუ­თარ ახ­ლომ­ხედ­ვე­ლურ მიზ­ნებს მო­ახ­მა­რონ, ფონს გა­ვიდ­ნენ, კაი ტი­პე­ბად იგ­რძნონ თავი. ამის იმ­დე­ნი მა­გა­ლი­თის მომსწრე ვარ, რომ სათ­ვა­ლა­ვიც ამე­რია - სხვა­დას­ხვა მარ­გი­ნა­ლი პარ­ტი­ე­ბის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო მა­რა­თო­ნე­ბის ბიძ­გის მიმ­ცემ მუხ­ტად
გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ და ნა­ცის­ტუ­რი წარ­მო­ნაქ­მნის ჰიმ­ნიც ყო­ფი­ლა თურ­მე, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის ერ­თა­დერ­თი იმე­დიც " მძი­ნა­რე მზე­თუ­ნა­ხა­ვის­თვის­თვის" ძი­ლის დამფრ­თხო­ბიც და რო­მე­ლი­ღაც ჩი­ნოვ­ნი­კის­თვის თვა­ლის ასახ­ვე­ვა­დაც გაჟ­ღე­რე­ბუ­ლა.

ყვე­ლას ჩვე­ნი ხედ­ვა გვაქვს და გვინ­და, რომ ცო­ტა­თი მა­ინც უკე­თეს გა­რე­მო­ში ვი­ცხოვ­როთ, ვი­ცო­დეთ, რომ კონ­სტი­ტუ­ცია არის უზე­ნა­ე­სი, რომ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი არის და­ცუ­ლი გა­ნურ­ჩევ­ლად სქე­სი­სა, კულ­ტუ­რუ­ლი კუთ­ვნი­ლე­ბი­სა და აღმსა­რებ­ლო­ბი­სა და რათ­ქმა­უნ­და მი­უ­ხე­და­ვად სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის. გვინ­და, რომ ყვე­ლა­ნი და­ცუ­ლად ვგრძნობ­დეთ თავს. ამა­ზე ხომ ვთან­ხმდე­ბით?! გაგრძელება


მუხრანი
04 ივლისი 2019 10:39
უარეს შედეგს მივიღებთ
ნანა
04 ივლისი 2019 09:56
ყველაფერზე ტაბუს დადება არ გამიგია. თუ ვინმეს სურვილი აქვს, რომ მისი სიმღერა ან ლექსი მისთვის შეუფერებელ ადგილას არავინ გაიმეოროს, მაშინ თავისთვის შეინახოს, ჩუმად გულში იმღეროს. თვისუფალმა ადამიანმა სადაც უნდა და რაც უნდა ის უნდა იმღეროს.
დათო
03 ივლისი 2019 16:48
ვისაც ეს სიმღერები მოწონს მშვიდობაში მოახმაროთ ღმერთმა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?