"ფეისბუქი" შეფერხებით მუშაობს - კვირის პალიტრა

"ფეისბუქი" შეფერხებით მუშაობს

მსოფლიოს მასშტაბით "ფეისბუქი" შეფერხებით მუშაობს. მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მცხოვრები ათასობით ადამიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მათი სოციალური ქსელის გვერდი შეფერხებით მუშაობს. ისინი აცხადებენ, რომ ვერ ახერხებენ საკუთარი ფოტოების, ალბომებისა და გვერდების ნახვას. ამასთანავე, პირად შეტყობინებაში შეფერხებით იგზავნება სხვადასხვა სახის მასალები თუ ფოტოები. აღსანიშნავია, რომ მომხდართან დაკავშირებით კომპანიის წარმომადგენლებს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

"ინტერპრესნიუსი"