"სირცხვილია, ქართველი ესროდა ქართველს რუსის გამო... მთავრობამ არ დაგვინდო"
"სირცხვილია, ქართველი ესროდა ქართველს რუსის გამო... მთავრობამ არ დაგვინდო"
მოდელმა თეკლა ჩიჯავაძემ, ისევე, როგორც ბევრმა სხვა ადამიანმა, 20 ივნისის აქციის შესახებ თავისი აზრი გამოხატა: "წადით "ნაცებიც" და "ქოცებიც" და ვინმე ნორმალური ადამიანი გამოჩნდეს, თორემ უკვე გაუსაძლისია ამ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ქართველები ერთმანეთს ვეტაკებით რუსის გამო!"

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"ეს ჩვენი, ქართველების უდიდესი შეურაცხყოფაა და გასაკვირი არცაა, რომ ხალხი გარეთ გამოვიდა. მომხდარის შემდეგ გავაანალიზე, რომ მთავრობა ისევ წარსულში გვაბრუნებს და ეს ძალა სასწრაფოდ არის შესაცვლელი. სირცხვილია,
ქართველი ესროდა ქართველს რუსის გამო. 20 ივნისი ჩემთვის მძიმე გასახსენებელია. იქ ვიყავი, როდესაც ცრემლსადენი გაზი გაუშვა პოლიციამ. შუა და უკანა რიგებში მდგარი ადამიანები ვერ ვაანალიზებდით, რატომ გვესროდა სპეცრაზმი გაზის შუშხუნებს, რადგან ჩვენ წინა რიგებში მომხდარ გაწევ-გამოწევაში არ ვმონაწილეობდით, ვიდექით მშვიდობიანად. მთავრობამ კი არ დაგვინდო..."

"მთავრობა
იმართება ერთი პირისგან, რომელსაც არ აქვს ქართული მენტალური ხასიათი, ქვეყანასა და ხალხს არათუ პროგრესისკენ, არამედ რეგრესისკენ მიათრევს. მათი არასწორი ნაბიჯების შედეგად ხალხი ღარიბდება, რაც თავისთავად, ქვეყნის გაღარიბებას იწვევს და ეს ყველაფერი ქაოსს ქმნის..."

"თითქოს ერთ ტერიტორიაზე გვკეტავენ და სურთ, გაღარიბებულ ხალხზე იბატონონ. 2012 წელს მთავრობის ცვლილება ძალიან სწორი და წინგადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაში, საჭიროა, რომ 8 წელში ერთხელ შეიცვალოს მთავრობა, რადგან მათი მმართველობა ტირანიაში არ გადაიზარდოს..."

"მე მყავს 3 წლის გოგო და 2 თვის ბიჭი. მათ, პირველ რიგში, ვასწავლი ჰუმანურობას, სიყვარულსა და ყველაფერ ღირებულს, რაც გაგვაჩნია ადამიანებს. დედა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფიგურაა ყველას ცხოვრებაში და ყოველთვის ვეცდები, ვიყო მათთვის საუკეთესო მეგობარი. პატრიოტიზმი კი, ჩემი აზრით, არ ისწავლება, ეს ყველა ჩვენგანში თავისით ჩნდება გარემოდან გამომდინარე. ჩვენი შვილები თავად სწავლობენ იმ ადგილის სიყვარულს, სადაც იბადებიან და იზრდებიან..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 4 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი
მარიამი
07 ივლისი 2019 22:39
ამდენი ბოტი სად შეიყარა უცებ.სტილი მაინც შეცვალეთ წერის. თუ ეს დარბევა ლეგიტიმური იყო,
მაშინ რატომ იყო არალეგიტიმური მიშასდროინდელი? თუ თქვენ ცოცხების კადრების გჯერათ,ყანდიაშვილი თქვენთან შედარებით პროფესორია, იმიტომ რომ მას არ სჯერა, ჩვენ გვაბოლებს.გირგვლიანს რატომ არ ახსენებთ,გირგვლიანს?.იმიტომ რომ რაფალიანცი, კიწმარიშვილი, კორტავა,სარალიძე, მაჩალიკაშვილი და ათასი სხვა ჰყავს მოკლული ქართულ ოცნებას. აგერ თვალების დათხრაც დაუმატეს.
2008-ს
06 ივლისი 2019 11:28
შენ ეტყობა არ გყას შვილი და სხვისი შვილებიც მაგრად გკიდია. გინდა, რომ ბოკერიას, მერაბიშვილის,ახალაიების და სააკაშვილის საქართველოში იცხოვრონ ისევ. ანუ ცოცხების, დუბინკების და კასტილების საქართველოში. თუ ბიჭო მშვილდაძე და ნანუკა ჟორჟოლიანის გოგო მარიამი გგონიათ პატრიოტი და აპოლიტიკური აქციაზე პარადი რომ მიყავთ. მანდ მდგარი ახალგაზრდების დიდი ნაწილი უკვე წლებია ხბოს აღტკინებით მოსაწევის და ნარკოტიკის გაპრავებას ითხოვს. გამოვიდნენ და განათლების სისტემის შეცვლა მოითხოვონ უნივერსიტეტებში, რომ სწავლობენ და იქედან სრულად სტერილურები გამოდიან და თუ არ გაუმართლათ სამსახურს და საქმეს ვერასდროს იშოვიან. 24 საათი, რომ იმაზე ფიქრობენ რა გადაყლაპონ და რომელ კლუბში გაატარონ მთელი ღამე მე ეგეთი ხალხის არც ქვეყნის სიყვარული მწამს და არც პატრიოტობა იმიტომ, რომ თავის თავი და მშობლები არ უყვართ.
ძია მიხო
06 ივლისი 2019 08:02
ნამდვილად გულსატკენი საყურებელი იყო პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აღგზნებული და აგრესიული ბრბოს ყურება, რომლებსაც პოლიციელებზე მიჰქონდათ იერიში და პარლამენტში შეღწევას ცდილობდნენ. მადლობა გიორგი გახარიას, რომ მოახერხა ამ ამბის თავიდან აცილება. ნეტავ 2003 წელს გვყოლოდა ასეთი მინისტრი, ხომ აგვცდებოდა ბატონი მიშას შეჭრა პარლამენტში და ყველა ის უბედურება რაც შემდეგ შეფვემთხვა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?