აქციის მონაწილეებმა საბანკო ანგარიში გახსნეს და მოქალაქეებს თანხის ჩარიცხვისკენ მოუწოდებენ - კვირის პალიტრა

აქციის მონაწილეებმა საბანკო ანგარიში გახსნეს და მოქალაქეებს თანხის ჩარიცხვისკენ მოუწოდებენ

აქციის ორგანიზატორებმა ანგარიშის ნომერი გამოქვეყნეს, სადაც ჩარიცხული თანხა აქციის ორგანიზებას მოხმარდება. ორგანიზატორთა თქმით, მოქალაქეებს ამ ფორმითაც შეუძლიათ სოლიდარობის გამოხატვა და აქციების გაგრძელების ხელშეწყობა.

შეგახსენებთ 20 ივნისს დაწყებული აქცია, 15 დღეა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა, შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომაა.

"ინტერპრესნიუსი"