აქციაზე მაკა ჩიჩუამ და უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა დავით რაქვიაშვილმა იმღერეს - კვირის პალიტრა

აქციაზე მაკა ჩიჩუამ და უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა დავით რაქვიაშვილმა იმღერეს

პარლამენტის წინ ყოფილმა პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ და უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა დავით რაქვიაშვილმა სიმღერა „არასდროს“ შეასრულეს, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებს ეძღვნება.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე მე-14 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომაა.

"ინტერპრესნიუსი"