სომხეთ-საქართველოს საზღვარზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია - კვირის პალიტრა

სომხეთ-საქართველოს საზღვარზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

მარნეულის რაიონის სოფელ კაჩაგანთან გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სასაზღვრო ზოლში დამწვარია ბუჩქნარი და ეკალბარდები. ხანძარი თავდაპირველად სომხეთის მხარეს გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდა.

ადგილზე მუშაობდა შვიდი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, ხანძრის ლიკვიდირებაში მონაწილეობას 65-მდე მეხანძრე-მაშველის იღებდა.

საზღვრის მეორე მხარეს, სამუშაოებში ჩართული იყო სომხეთის სახანძრო დანაყოფები. აღნიშნულ სასაზღვრო ზოლში ტყის მასივი და დასახლებული პუნქტი არ არის.

ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია.

"ინტერპრესნიუსი"