ქუთაისში, სკოლის ეზოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს - კვირის პალიტრა

ქუთაისში, სკოლის ეზოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, 29-ე საჯარო სკოლის ეზოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების თქმით, არასასიამოვნო სუნს რამდენიმე დღის განმავლობაში გრძნობდნენ, ცხედარი ეზოში ბალახის გათიბვის დროს იპოვეს და პოლიცია გამოიძახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"