"თუ რუსეთისთვის ოკუპანტის დასაძახებლად ამ ქვეყნის გადატრიალება იქნება საჭირო, ეს ქვეყანა გადატრიალდება" - კვირის პალიტრა

"თუ რუსეთისთვის ოკუპანტის დასაძახებლად ამ ქვეყნის გადატრიალება იქნება საჭირო, ეს ქვეყანა გადატრიალდება"

თუ რუსეთისთვის ოკუპანტის დასაძახებლად ამ ქვეყნის გადატრიალება იქნება საჭირო, ეს ქვეყანა გადატრიალდება, - ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მიშა მშვილდაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვა და აღნიშნა, რომ მისი გადადგომის შემდეგ ბევრი რამ, რაც ახლა ხდება აზრს დაკარგავს.

"როგორც კი გახარია გადადგება, აზრს დაკარგავს ადამიანების დაპატიმრება, რასაც ახლა აკეთებენ. აზრს დაკარგავს სახელმწიფო გადატრიალებად მონათვლა ადამიანების სამართლიანი პროტესტის, იმიტომ, რომ თუ რუსეთისთვის ოკუპანტის დასაძახებლად ამ ქვეყნის გადატრიალება იქნება საჭირო, ეს ქვეყანა გადატრიალდება. მანამდე შეისმინეთ ჩვენი მშვიდობიანი მაგრამ მკაფიო ხმა. დარჩით ლეგალურ, კანონიერ, კონსტიტუციურ ჩარჩოებში და დასაჯეთ ყველა რეალური დამნაშავე. მთავარი დამნაშავე 20 ივნისის არის შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია", - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

"ინტერპრესნიუსი"