უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სასულიერო პირები დააჯილდოვა - კვირის პალიტრა

უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სასულიერო პირები დააჯილდოვა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების შემდეგ სასულიერო პირები დააჯილდოვა. კერძოდ, იღუმენი ღვთისავარ გობეჯიშვილი აყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში. მონაზონი ბარბარე კაცაძე აყვანილია იღუმენიას ხარისხში.

ასევე, პატრიარქმა წირვის დასრულების შემდეგ გოდუაძეების გვარი დალოცა. გარდა ამისა, პატრიარქმა აღნიშნა, რომ პარასკევს, 12 ივლისს, არის პეტრე-პავლობის დღესასწაული. ხუთშაბათს, საღამოს და პარასკევს დილით, წირვა-ლოცვა იქნება სამების საკათედრო ტაძარში. ხოლო შაბათს არის სვეტიცხოვლობა, 12 მოციქულის დღესასწაული, რის გამოც, წირვა-ლოცვა შესრულდება სვეტიცხოვლის ტაძარში.

"ინტერპრესნიუსი"