"გაერთიანდა სრულიად საქართველო. ირაკლი ღარიბაშვილისა და გიორგი ბარამიძის აზრებიც კი დაემთხვა ერთმანეთს" - ვინ რას ამბობს "თბილისი პრაიდზე" - კვირის პალიტრა

"გაერთიანდა სრულიად საქართველო. ირაკლი ღარიბაშვილისა და გიორგი ბარამიძის აზრებიც კი დაემთხვა ერთმანეთს" - ვინ რას ამბობს "თბილისი პრაიდზე"

მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ "თბილისი პრაიდი" 8 ივლისს, "ღირსების მარშის" ჩატარებას აპირებს, ამის ტრადიციულ მოწინააღმდეგეებთან ერთად, აქციის ორგანიზატორებს იმ ხალხის ნაწილიც აპროტესტებს, ვინც მანამდე გარკვეულწილად მხარდამჭერებადაც მიიჩნეოდნენ. პროცესებს ვინ ხელისუფლების, ვინაც რუსეთის მართულად მიიჩნევს.

მაშინ, როდესაც რუსეთმა საინფორმაციო ომი საქართველოს ლამის ყველა მხრიდან გაუმართა, როდესაც საქმეში დუმის დეპუტატი გენადი ონიშჩენკოც ჩაერთო და ლუგარის ლაბორატორიასაც გადაწვდა, ქვეყანაში შექმნილი ვითარება და ცეცხლზე ნავთის დასხმის მცდელობა აშკარად ბევრ კითხვას ბადებს.

გურამ ფალავანდიშვილის ინფორმაციით, 8 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" გაპროტესტებას უკვე დღეს დაიწყებენ, რის გამოც, ისინი 19:00 საათზე თბილისში, ვაკის პარკში შეიკრიბებიან.

"თუ გავიგეთ რომელიმე ლოკაცია, სადაც ტარდება ეს მარში, მაშინ ალბათ, ღამე

წავალთ იმ ადგილას. თუ არადა, მაქსიმუმ 22:00 საათამდე ვიქნებით. ხვალ დილის 10:00 საათზე ვერის პარკში ისევ შევიკრიბებით," - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "ღირსების მარშის" კონკრეტული ლოკაცია და დრო ცნობილი არ არის.

გთავაზობთ რამდნიმე გამოხმაურებას სოცილაურ ქსელ "ფეისბუკიდან".

თენგო გოგოტიშვილი, ჟურნალისტი:

"პრაიდი ხვალ მისცემს დიდებულ შანსს გახარიას, დაამტკიცოს, როგორი ეფექტური მინისტრია - არ მიუშვას აქციამდე გავეშებული ბრბო და ჩაიწეროს ქულები მოლიბერალო სირების თვალში.

ყველაზე უდროო და უადგილო გადაწყვეტილებაა ორგანიზატორთა მხრიდან.

თუკი ნამდვილად მათი გადაწყვეტილებაა.

ყველაზე რბილი სიტყვა, რასაც ახლა ლექსიკონში ვპოულობ, არის "კრეტინიზმი"

გიორგი ბარამიძე, პოლიტიკოსი, "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი: "პირდაპირ და ღიად ვამბობ, ვინც ახლა გახარიას და პუტინის მონა ივანიშვილის გადასარჩენად გეების თემა წამოწია და ლობირებს იმის გამყიდველი დედა ვატირე!"

გოგი გვახარია, კინომოცოდნე:

"მოშემ პრაიდი დაგეგმა" - ანტისემიტზმის და ჰომოფობიის კლასიკური ერთიანობა ქართველი ვაილიბერალების ტვინებში... 15 კაცი ცისარტყელის დროშებით გამოსვლას აპირებს და გაერთიანდა სრულიად საქართველო. გამთლიანდა - ასეთი მთლიანი ჯერ არ ყოფილა. ირაკლი ღარიბაშვილისა და გიორგი ბარამიძის აზრებიც კი დაემთხვა ერთმანეთს.

ადრე ერთმა გეიმ, რომელიც საკუთარ თავს უმალავდა თავის გეიობას, მე და ჩემს მეგობარს გვითხრა "თქვენ" და "ჩვენო"...

როგორც ჩანს, ამ "თქვენ და ჩვენ"-ს კიდევ დიდხანს არ ეშველება არაფერი".

ზაზა ფირალიშვილი, ფილოსოფოსი: "პრაიდის გამართვის იდეის დამცველებს თავისი თავისათვის ერთხელ მაინც დაესვათ კითხვა, ვის წისქვილზე ასხამენ წყალს და ვის ინტერესებშია მათ საპირწონედ პრორუსული სენტიმენტების მობილიზება. ასეთი ძნელი გასაგებია, რომ შედეგად პრორუსული "მართლმადიდებელი პატრიოტიზმის" გაძლიერებას მივიღებთ?! მოსკოვში, ალბათ, სიამოვნებით იფშვნიტავენ ხელებს".

იხილეთ ასევე:"მოწოდებები, რომ პრაიდის მოწინააღმდეგეებმა გაავსონ რუსთაველი. ეს არის ძალიან ბინძური თამაში"