"21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძე" - რას წერენ სოციალურ ქსელში გიორგი გაბუნიას შესახებ? - კვირის პალიტრა

"21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძე" - რას წერენ სოციალურ ქსელში გიორგი გაბუნიას შესახებ?

"პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ  გადაცემაში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ რუსულ ენაზე არაეთიკური განცხადებები გააკეთა. ჟურნალისტის აღიშნულ ქმედებას მალევე გამოეხმაურა რუსთავი 2 -ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია:

ამ არხის ფარგლებში ამგვარი თვითგამოხატვა არხს კატეგორიულად დაუშვებლად და მიუღებელად მიაჩნია.

როგორც გვარამიამ განაცხადა, საკითხზე თვითრეგულირების ფარგლებში იმსჯელებენ და მიღებული იქნება სათანადო გადაწყვეტილება ავტორთან დაკავშირებით.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმართვა იყო საავტორო ტექსტი, გადაცემაც არის საავტორო და მასში ჩარევა არ ხდება.

“ეს არხი თავისი ედიტორიალით მთავარი დაცვის ინტერესად ჩვენს სამშობლოს - საქართველოს მიიჩნევს. შესაბამისად, ყოველგვარ თავდასხმას მის ნომერ პირველ მტერზე ვლადიმერ პუტინზე გამართლებულად მიიჩნევს. არხის ეთერში თვითგამოხატვას - იქნება ეს საავტორო გადაცემა თუ სხვაგვარი გადაცემა, აქვს საკუთარი ფორმები და საკუთარი წესები. ეს წესები მეც არაერთხელ დამირღვევია, თუმცა ამ დარღვევასაც თავისი ფორმა აქვს, წითელი ხაზები და ასევე საჭიროებს გემოვნებასა და ზომიერებას. გინებაც შესაძლებელია ზომიერების ფარგლებში, რომ ის უფრო მეტად მოხვდეს მიზანში, ვიდრე იმ ფორმით, რა ფორმითაც მოვისმინეთ. არხი კატეგორიულად არ იზიარებს გიორგი გაბუნიას მიერ გამოთქმულ არა აზრს, არამედ ამ აზრის გამოხატვის ფორმას. მიიჩნევს, რომ ეს არ შეესაბამება არც არხის ედიტორიალს და არც არხის ძალიან მაღალ სტანდარტს“, - განაცხადა არხის სახელით გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ. გადავხედოთ როგორ აფსებენ გიორგი გაბუნიას მონოლოგს სოციალურ ქსელში:

ხათუნა ლაგაზიძე, პოლიტოლოგი: "დაიცავით ქვეყანა რუსეთის მორიგი ოკუპაციისგან! აგებინეთ პასუხი ყველას, ვინც რუსის ჯარს მოუძღვება ქვეყანაში!!! დაიცავით ჩვენი შვილები!!! არანაირი დანდობა საქართველოს მოღალატეებს!!! 21-ე საუკენის სერგო ორჯონიკიძე!!! ეს არის შეთქმულება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ!".

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი: "ცალკე "ნაცმოძრაობა“ და ცალკე "რუსთავი 2" (ან ერთად. რა მნიშვნელობა აქვს?) ახერხებენ ყველაფერი გააბანძონ, - ოკუპაციასთან ბრძოლაც კი!"

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: "რაც გააკეთა გაბუნიამ, ეს არ არის პოლიტიკური პრობლემა, არც დამატებითი რისკფაქტორი, თქვენ წარმოიდგინეთ და არც პუტინის პრობლემა. ეს პირადად გაბუნიას პრობლემაა".

რამაზ საყავრელიძე, პოლიტოლოგი: "ის ერი ერი არაა ვისაც ომის ეშინია!! ნებისმიერ მტერთან ომის! ნებისმიერი ფორმის ომის! მხდალი ხალხი ვართ! ესეიგი დღეში ორჯერ ვკვდებით! პუტინთან უკვე 2 საუკუნეა ომში ვართ, რით ვერ გაიგეთ?!!!! და დღეს ომში შიშისაგან შეშინებულები პირს ვიხოკავთ?! შემდრკალები და დიაცურად სიკვდილზე დაეჭვებულები?! საცოდაობაა ასეთი ერის ყურება!

"რა უარეა მამაცსა ომშიგან პირის მხმეჭელსა,

შემდრკალსა, შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა!

კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭელსა?

სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!"

პ.ს. ერის, მხოლოდ ეს დიაცური პანიკა გვაჩვენა ჯამბაზის გამოხტომამ!".

თამარ ჩერგოლეიშვილი, ჟურნალისტი:

"ნაცებს" რომ რუსეთთან ომი უნდათ, აი, ამის არგუმენტი მისცა დღეს "რუსთავი 2"-მა ხელისუფლებას. ძალიან, ძალიან შორს დაიჭირეთ ამათგან თავი, ვისაც გრამი ტვინი გაქვთ.

p.s. ცხადია დიდი სისულელეა იმის თქმა რომ ამის გამო ვინმე ომს იწყებს, მაგრამ ბიძინას საქმეს რომ აიოლებენ, ცხადია".