"გი­ნე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ზო­მი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში" - რას აცხადებს ნიკა გვარამია გიორგი გაბუნიას უცენზურო მონოლოგზე? - კვირის პალიტრა

"გი­ნე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ზო­მი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში" - რას აცხადებს ნიკა გვარამია გიორგი გაბუნიას უცენზურო მონოლოგზე?

"რუსთავი 2"- ის გადაცემა "პოსტსკრიპტუმის" წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ რუსულ ენაზე უკიდურეად არაეთიკური განცხადებები გააკეთა. ჟურნალისტის  ქმედებას მალევე გამოეხმაურა არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია:

ამ არხის ფარგლებში ამგვარი თვითგამოხატვა არხს კატეგორიულად დაუშვებლად და მიუღებელად მიაჩნია.

როგორც გვარამიამ განაცხადა, საკითხზე თვითრეგულირების ფარგლებში იმსჯელებენ და მიღებული იქნება სათანადო გადაწყვეტილება ავტორთან დაკავშირებით. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმართვა იყო საავტორო ტექსტი, გადაცემაც არის საავტორო და მასში ჩარევა არ ხდება.

"ეს არხი თავისი ედიტორიალით მთავარი დაცვის ინტერესად ჩვენს სამშობლოს - საქართველოს მიიჩნევს. შესაბამისად, ყოველგვარ თავდასხმას მის ნომერ პირველ მტერზე ვლადიმირ პუტინზე გამართლებულად მიიჩნევს. არხის ეთერში თვითგამოხატვას - იქნება ეს საავტორო გადაცემა თუ სხვაგვარი გადაცემა, აქვს საკუთარი ფორმები და საკუთარი წესები. ეს წესები მეც არაერთხელ დამირღვევია, თუმცა ამ დარღვევასაც თავისი ფორმა აქვს, წითელი ხაზები და ასევე საჭიროებს გემოვნებასა და ზომიერებას. გინებაც შესაძლებელია ზომიერების ფარგლებში, რომ ის უფრო მეტად მოხვდეს მიზანში, ვიდრე იმ ფორმით, რა ფორმითაც მოვისმინეთ. არხი კატეგორიულად არ იზიარებს გიორგი გაბუნიას მიერ გამოთქმულ არა აზრს, არამედ ამ აზრის გამოხატვის ფორმას. მიიჩნევს, რომ ეს არ შეესაბამება არც არხის ედიტორიალს და არც არხის ძალიან მაღალ სტანდარტს", - განაცხადა არხის სახელით გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.

იხილეთ ასევე: "21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძე" - რას წერენ სოციალურ ქსელში გიორგი გაბუნიას შესახებ?