აქციის მონაწილეების ნაწილმა "რუსთავი 2"- კვერცხები და ცოცხები ესროლეს - კვირის პალიტრა

აქციის მონაწილეების ნაწილმა "რუსთავი 2"- კვერცხები და ცოცხები ესროლეს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის შენობის მიმართულებით აქციის მონაწილეების ნაწილმა კვერცხები და ცოცხები ისროლა. ამას ხმაური მოჰყვა.

"რუსთავი 2“-სთან მიმდინარე აქციის მონაწილეები ტელეკომპანიას პროვოკაციაში ადანაშაულებენ.

ტელეკომპანია “რუსთავი2“-ის ოფისთან შეკრებილთა აზრით, გიორგი გაბუნიას პრეზიდენტ პუტინისადმი მიმართვა პროვოკაცია იყო, რასაც სისხლისღვრა უნდა მოჰყოლოდა. მათი აზრით, ჟურნალისტმა საკუთარი გამოსვლით ქვეყანა ომის საფრთხის წინაშე დააყენა.

აქციის მონაწილეები იმასაც ამბობენ, რომ “რუსთავი2“-მა რუსეთში მცხოვრები თანამემამულეები გაწირა და ნახევარმილიონ ქართველს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, ხვალიდან ქუჩაში გასვლის ეშინია.

"უნდა მოვითხოვოთ დამკვეთის გამოვლენა, რადგან ამ ყველაფრის უკან დგას ძალა, ვინც ეს პროვოკაცია დაგეგმა. ეს ტელევიზია არ არის, ეს არის სპეცსამსახური - "რუსთავი2“ უნდა დამთავრდეს“, - ასეთია აქციის მონაწილეთა განცხადებები.

ასევე, ისინი სკანდირებენ, "საქართველოს "რუსთავი 2“-ის გარეშე გაუმარჯოს“

"ინტერპრესნიუსი"