12 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინულ "ვოისში" გაიმარჯვა - კვირის პალიტრა

12 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინულ "ვოისში" გაიმარჯვა

უკრაინული ტელეარხის "1+1" -ის ეთერში ვოკალური კონკურსის სუპერფინალი გაიმართა და უკრაინული საბავშვო "ვოისის" გამარჯვებული 12 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი გახდა. მან პირდაპირ ეთერში ნინო ქათამაძის სიმღერა  "ქუჩაში ერთხელ" იმღერა და ასევე თავის მეწყვილესთან ერთად "Люди, як кораблі" შეასრულა.

სიმღერა, რომლითაც ახალგაზრდა ქართველმა შემსრულებელმა უკრაინელების გული დაიპრო და აღიარება მოიპოვა სელენდიონის  All By Myself-ი გახდა.

გარდა პროექტში გამარჯვებისა, ალექსანდრე ზაზარაშვილმა პარიზის დისნეილენდში გასამგზავრელად ორკაციანი საგზური მოიპოვა.

უკრაინელებმა კონკურსის მეხუთე სეზონის გამარჯვეული სატელეფონო ზარებითა და "სმს" შეტყობინების გზით გამოავლინეს.