"არანაირი "პრაიდი" საქართველოში არ ჩატარდება" - ლევან ვასაძე შს სამინისტროსთან ჯვრით ხელში მივიდა - კვირის პალიტრა

"არანაირი "პრაიდი" საქართველოში არ ჩატარდება" - ლევან ვასაძე შს სამინისტროსთან ჯვრით ხელში მივიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ბიზნესმენი ლევან ვასაძე ჯვრით ხელში მივიდა. ვასაძე ადგილზე მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება.

როგორც ვასაძემ განაცხადა, საქართველოში არანაირი "პრაიდი" არ ჩატარდება.

"არანაირი "პრაიდი" საქართველოში არ ჩატარდება. რადგან იყო დაანონსებული, რომ ამ შენობასთან აპირებდნენ დღეს დილით შეკრებას, მოვედით. ჩვენ არ დავიღლებით და არასდროს დავიხევთ უკან. აქედან კი მივდივართ ვერის ბაღში. იქ მოვა ჩვენი უამრავი მხარდამჭერი. დაველოდებით "პრაიდის" ადგილს და დროს, სადაც არ უნდა იყოს, დავიძრებით და არ ჩავატარებინებთ", - აღნიშნა ვასაძემ.

"თბილისი პრაიდმა" "ღირსების მარშის" ჩატარება ჯერ კიდევ 20 ივნისისთვის დაგეგმა, თუმცა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო ის გადაიდო. მარშის ჩატარება დღეისთვის დაანონსდა, რომელიც ასევე აღარ გაიმართება. მიუხედავად ამისა, პრაიდის მოწინაღმდეგე მოქალაქეების დღეს აქციებს სხვადასხავა ლოკაციაზე მართავენ და ამბობენ, რომ "ღირსების მარშის" ჩატარება ვერ მოხდება.

"ინტერპრესნიუსი"