მართვის მოწმობის აღების პრაქტიკულ გამოცდაზე ყოველი გასვლა ფასიანი ხდება - რა ცვლილებები იგეგმება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში? - კვირის პალიტრა

მართვის მოწმობის აღების პრაქტიკულ გამოცდაზე ყოველი გასვლა ფასიანი ხდება - რა ცვლილებები იგეგმება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში?

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შედეგად მართვის მოწმობის აღება ძვირდება. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში უკვე წარდგენილია.

კერძოდ, მართალია ცვლილების შედეგად, თეორიულ გამოცდაზე დაშვება 40 ლარის ნაცვლად 20 ლარი გახდება, თუმცა რთულდება და შედარებით გაძვირდება პრაქტიკული გამოცდა, რომელიც ორეტაპიანი ხდება და მოქალაქეებს ჯერ შიდა მოედანზე, ხოლო შემდეგ რეალურ მოძრაობაში მოუწევთ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტის მიხედვით, მექანიკური და ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოცდის ფასები გათანაბრდება. შედეგად, ორივე შემთხვევაში გამოცდაზე ყოველი გასვლა 40 ლარი ეღირება.

„თუ აქამდე თეორიული გამოცდის ღირებულება 40 ლარი იყო, ახლა 20 ლარამდე შემცირდება, ხოლო შედეგების მოქმედების ვადა 1 თვიდან 1 წლამდე იზრდება. რაც შეეხება პრაქტიკულ გამოცდას, ახალ ეტაპს ახალი საფასო პოლიტიკა მოაქვს. B (მსუბუქი ავტომობილის) კატეგორიის მართვის მოწმობისთვის ჩვენ მიერ კანონში წარდგენილი საფასური 90 ლარია, ხოლო სხვა კატეგორიებისთვის - 150 ლარი.

დახურულ მოედანზე გამოცდის ჩასაბარებლად კი, მოგეხსენებათ, ავტომატური და მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის განსხვავებული საფასო ტარიფები მოქმედებდა. წარმოდგენილი ცვლილებით საფასურები გათანაბრდება და გამოცდის ჩასაბარებლად დახურულ მოედანზე ავტომობილით ყოველი გასვლა - ავტომატური თუ მექანიკური ტიპის გადაცემათა კოლოფით - 40 ლარი ეღირება. გაგრძელება