ჯაბა ბოჯგუას ბებია, რომელიც კომაში ჩავარდნილი შვილიშვილისთვის ქუჩაში მოწყალებას ითხოვდა, ავარიის შედეგად გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ჯაბა ბოჯგუას ბებია, რომელიც კომაში ჩავარდნილი შვილიშვილისთვის ქუჩაში მოწყალებას ითხოვდა, ავარიის შედეგად გარდაიცვალა

მომღერალ ჯაბა ბოჯგუას ბებია, რომელიც ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით, დღეს დილით სააავადმყოფოში გარდაიცვალა. 83 წლის მოხუცს ავტომანქანა ორი დღის წინ, მუხიანში დაეჯახა. მოხუცი გადასასვლელზე გადადიოდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა და ქალი მძიმედ დაშავდა. მიღებული ტრავმები ძალიან მძიმე იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

AMBEBI.GE ჯაბა ბოჯგუას დედას, მანანა გვასალიას დაუკავშირდა. მისი თქმით, 85 წლის მოხუცი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო და კომაში ჩავარდნილი შვილიშვილის მოვლისთვის საჭირო თანხის მოგროვებას ცდილობდა. მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ ბოჯგუებს ფინანსური დახმარება ესაჭიროებათ.

"გუშინწინ დილით მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. გზაზე გადადიოდა და მანქანა დაეჯახა. სასწრაფო დახმარებას არ გაჰყვა საავადმყოფოში, მე დამირეკეს და სახლში მოვიყვანე. ერთ საათში მდგომარეობა დამძიმდა და გადავიყვანეთ ტრავმატოლოგიურში. ბარძაყი ჰქონდა მოტეხილი და ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ, შინაგანი სისხლდენა მიდიოდა ორგანიზმში და ოპერაცია ვერ გადაიტანა", - ამბობს მანანა გვასალია. გაგრძელება