"ბინ­ძუ­რად გა­ლან­ძღა ჩემი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი... პუტინს ბო­დი­შე­ბი არ სჭირ­დე­ბა" - როგორ ეხმაურება თინა კანდელაკი გაბუნიას განცხადებას და რას ამბობს სააკაშვილზე? - კვირის პალიტრა

"ბინ­ძუ­რად გა­ლან­ძღა ჩემი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი... პუტინს ბო­დი­შე­ბი არ სჭირ­დე­ბა" - როგორ ეხმაურება თინა კანდელაკი გაბუნიას განცხადებას და რას ამბობს სააკაშვილზე?

7 ივლისს, "რუსთავი 2"-ის საავტორო გადაცემაში "პოსტსკრიპტუმის" წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა. ვლადიმერ პუტინს გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში აგინა. გადაცემის დასრულების შემდგომ, სპეციალური გამოშვებით გავიდა ეთერში "კვირის აქცენტები", სადაც წამყვანებმა ნიკა გვარამიამ და ეკა კვესიტაძემ გიორგი გაბუნიას განცხადების გამო ბოდიში მოიხადეს.

მოგვიანებით, "რუსთავი 2"-ის შენობასთან აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები მოითხოვდნენ დაწყებულიყო გამოძიება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე, ასევე, ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას დაეტოვებინა არხი. მოგვიანებით, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ არხი მაუწყებლობას წყვეტს, რადგან იმ ჟურნალისტების უსაფრთხოება, რომლებიც აღნიშნულ აქციაზე მუშაობდნენ, არ იყო დაცული. "რუსთავი 2"-მა მაუწყებლობა უკვე განაახლა.

გიორგი გაბუნიას განცხადებებს რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი თინა კანდელაკი ეხმაურება

"ერთ-ერთი გადაცემის წამყვანმა ბინძურად, ქუჩურად გალანძღა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი - ისე, როგორც აკეთებენ ტვინგაყინული რადიკალები, რომლებიც საქართველოში ყველაზე სასტიკი დანაშაულების უკან დგანან.

მივიჩნევ, რომ ჩვენს პრეზიდენტს არა მხოლოდ "რუსთავი 2"-მა უნდა მოუხადოს ბოდიში, არამედ - საქართველოს ხელისუფლებამაც. არ მგონია, ვლადიმერ პუტინს ბოდიშები სჭირდებოდეს, თუმცა ეს ერთადერთი საშუალებაა, სახის "ნარჩენები" შეინარჩუნოს ქვეყანამ, სადაც ასეთი გადაცემა გადის ეთერში.

უკვე 10 წელია, ვამბობ, რომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავე და გარეწარია. მისი ადგილი არა ცივილიზებულ საზოგადოებაში, არამედ ციხეშია - იმის გამო, რაც საქართველოს და ქართველ ხალხს გაუკეთა. მისნაირი ადამიანები, რომლებიც სისხლისმღვრელი ომების მიზეზი ხდებიან, უკან მხოლოდ ნანგრევებს ტოვებენ. მას მთელი ქართველი ხალხის სახელით ჯოჯოხეთის ცეცხლში დაწვას ვუსურვებ," - წერს კანდელაკი "ტელეგრამზე".