როგორი ამინდი იქნება საქართველოში 9-10 ივლისს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 9-10 ივლისს

11 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ივლისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქრთველოს ბარში +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი.

"ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 9 ივლისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება," - აღნიშნულია გარემოს ეროვნული საგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"