"არ მჯე­რა, რომ გა­ვი­მარ­ჯვე" - უკრაინული "ვოისის" გამარჯვებული ქართველი ბიჭის პირველი კომენტარი - კვირის პალიტრა

"არ მჯე­რა, რომ გა­ვი­მარ­ჯვე" - უკრაინული "ვოისის" გამარჯვებული ქართველი ბიჭის პირველი კომენტარი

ქართველმა კონკურსანტმა, ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინაში საბავშვო "ვოისი" მოიგო. ქართველი ბიჭი შოუს მეხუთე სეზონის გამარჯვებულია.

12 წლის რუისელი ბიჭუნა ფინალამდე ძალებს არ იშურებდა და ყველაფერს აკეთებდა გამარჯვებისთვის, თავისი ნიჭიერებით თავი შეაყვარა უკრაინელ მსმენელსა და ჟიურის წევრებს.

საბოლოოდ შედეგმაც არ დააყოვნა - ის გამარჯვებულია, თუმცა არ სჯეროდა, რომ 12 წლის ბიჭი, უცხო ქვეყანაში ამდენს შეძლებდა.

ქართველი კონკურსანტი ერთ-ერთ ინტერვიუში დაგვპირდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, პირველ კომენტარს AMBEBI.GE-სთან გააკეთებდა და პირობა შეასრულა - პირველ ემოციებზე ალექსანდრე ზაზარაშვილი ჩვენი მკითხველისთვის საუბრობს:

"არ მჯერა, რომ გავიმარჯვე, მაგრამ ასეა! ლამის ცუდად გავხდი, არ მეგონა, ამდენი ადამიანი თუ ხმას მომცემდა და როდესაც თქვეს, - „ვოისის“ მეხუთე სეზონის გამარჯვებული გახდააა... ტექსტი გააგრძელეს, გულში ჩემს სახელს ვიმეორებდი... შემდეგ, როცა წამყვანმა ალექსანდრე ზაზარაშვილი გამოაცხადა, თავს ვეღარ ვიწყნარებდი! გაგრძელება

ლალაი ფაცია