"მიშა მშვილდაძეები და ღამის სერენადების ავტორები ჯობია, დროზე მოვიდნენ გონს და მიხედონ თავიანთ საქმეს" - კვირის პალიტრა

"მიშა მშვილდაძეები და ღამის სერენადების ავტორები ჯობია, დროზე მოვიდნენ გონს და მიხედონ თავიანთ საქმეს"

მიშა მშვილდაძეები და ღამის სერენადების ავტორები ჯობია, დროზე მოვიდნენ გონს და მიხედონ თავიანთ საქმეს, - ასე მიმართა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილებს დეკანოზმა დავით ისაკაძემ.

მისი თქმით, მათ საქართველოს და რუსთაველის პროსპექტს თავი უნდა დაანებონ.

სასულიერო პირების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე უამრავი ადამიანი აპირებს მისვლას და ისინი სამართალდამცველებს სთხოვენ, რომ პერიმეტრი შემოსაზღვრონ.

"პოლიციამ არ უნდა შემოუშვას ეს საცოდავი ადამიანები, რომლებსაც წყალი დაურიგეს და მაისურები ჩააცვეს, რომ გახარია წავიდეს", - განაცხადა დეკანოზმა დავით ისაკაძემ.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მრევლი, სასულიერო პირების ნაწილი და მოქალაქეები არიან შეკრებილები. ისინი "თბილისი პრაიდს" ეწინააღდეგებიან და აცხადებენ, რომ ლგბტ- პირები თბილისში მსვლელობას ვერ მოაწყობენ.

პარალელურად დღეს, რუსთაველის გამზირზე ანტისაოკუპაციო აქცია-სირცხვილია იგეგმება.

"ინტერპრესნიუსი"