"ქართული მარშის" წევრებმა პარლამენტის წინ ლგბტ დროშა დაწვეს - კვირის პალიტრა

"ქართული მარშის" წევრებმა პარლამენტის წინ ლგბტ დროშა დაწვეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეკრებილ სასულიერო პირებსა და ლევან ვასაძის მხარდამჭერებს "ქართული მარშის"წევრები შეუერთდნენ.

მათ გამოჩენას პარლამენტის წინ მყოფები ტაშით შეხვდნენ.

"ქართული მარშის"წევრებმა პარლამენტის წინ ლგბტ თემის დროშა დაწვეს.

"მთავარია ლგბტ დროშა წავართვით", - განაცხადა პარლამენტთან მისულმა "ქართული მარშის"ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ.

რამდენიმე წუთის წინ ადგილზე სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს.

"ინტერპრესნიუსი"