"სიტუაცია ჩვენი არხის წინ უკიდურესად დაძაბულია ...ალაგმეთ თქვენი ბანდერლოგები" - ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს - კვირის პალიტრა

"სიტუაცია ჩვენი არხის წინ უკიდურესად დაძაბულია ...ალაგმეთ თქვენი ბანდერლოგები" - ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს

სიტუაცია ჩვენი არხის წინ უკიდურესად დაძაბულია. ძალიან აგრესიული ადამიანები შეკრებილნი არიან რადიკალური მოთხოვნებით, რომლებიც, ცხადია, არ შესრულდება - ამის შესახებ "რუსთავი 2 "-ის  გენერალური დირექტორმა სოციალურ  ქსელში დაწერა.

ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და ითხოვს უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

"სიტუაცია ჩვენი არხის წინ უკიდურესად დაძაბულია. ძალიან აგრესიული ადამიანები შეკრებილნი არიან რადიკალური მოთხოვნებით, რომლებიც, ცხადია, არ შესრულდება. პოლიციის რაოდენობა კრიტიკულად მცირეა და თუ აგრესიულმა ადამიანებმა მიიღეს შენობაში შემოჭრის გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, პოლიცია ვერ უზრუნველყოფს ჩვენს დაცვას.

ალაგმეთ თქვენი ბანდერლოგები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა ძალისმიერი სცენარის განვითარებისთვის გეკისრებათ თქვენ და საქართველოს მთელ ხელისუფლებას", - წერს ნია გვარამია.