2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის საწამლავი დალია - კვირის პალიტრა

2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის საწამლავი დალია

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ შინდისში, ორ წლამდე ასაკის გოგონამ თაგვის საწამლავი დალია. ბავშვი დედათა და ბავშვთა რეგიონულ სამედიცინო ცენტრ "იავნანაში" გადაიყვანეს, ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"კლინიკაში ამ საღამოს შემოიყვანეს 1 წლის და 10 თვის გოგონა. ოჯახის წევრების განცხადებით, თაგვის საწამლავი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე არ იყო მოთავსებული , თუმცა გოგონამ სეირნობისას მაინც შენიშნა და რამდენიმე მარცვალი პირში ჩაიდო, მშობლის თქმით, მან დროულად შენიშნა მომხდარი და ბავშვს პირის ღრუ გაუსუფთავა. კლინიკაში შემოყვანისას, პაციენტს ინტოქსიკაციის ნიშნები გამოხატული არ ჰქონდა. პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, ჩაუტარდა კუჭის ლავაჟი, ასევე, ინტოქსიკაციის საწინააღმდეგო გადასხმა. ამჟამად, მისი მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტი რჩება სტაციონარში - "იავნანას" რეანიმაციულ განყოფილებაში და მონიტორინგის ქვეშაა", - განაცხადა დედათა და ბავშვთა რეგიონული სამედიცინო ცენტრის ექიმმა მარინა გერგაულმა.

"ინტერპრესნიუსი"