"სრული "ბარდაკია"! - რას ამბობენ ცნობილი ადამიანები ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე?
"სრული "ბარდაკია"! - რას ამბობენ ცნობილი ადამიანები ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე?
ქვეყანაში ვითარება, შეიძლება ითქვას, ყოველდღიურად რთულდება, რუსი დეპუტატის, გავრილოვის ქართულ პარლამენტში სტუმრობის შემდეგ, კიდევ უფრო გამწვავდა ქართულ-რუსული ურთიერთობებიც, თბილისი კი კვლავ აქციების ეპიცენტრად იქცა. "რუსთავი 2"-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტის ლანძღვა-გინებამ, სიტუცია კიდევ უფრო მეტად არია. შექმნილ ვითარებაზე კომენტარები ხელოვნების ცნობილ წარმომადგენლებს ვთხოვეთ:

თენგიზ არჩვაძე, მსახიობი:
- საშინელებები ხდება, ყველაფრის საქმის კურსში ვარ და ძალიან ვწუხვარ, არ ვიცი, როდემდე შეიძლება ერთი და იგივე შეცდომებს ვუშვებდეთ. თითქმის ასი
წლის ვარ, სიკვდილის პირას და ვერ ვეღირსე ამ ქვეყნის დალაგებას…

ზურა ყიფშიძე, მსახიობი:
- რა უნდა გითხრათ, მრცხვენია, ამ ყველაფრის გამო! ახლა თქვენ რაც გსურდეთ, ის იგულისხმეთ! საკუთარი თავისაც მრცხვენია და თუ ყველა თქვენგანისაც…

- გავრილოვის ჩამოსვლის შემდეგ ძალიან ბევრი რამ ხდება ქვეყანაში...
- "რუსთავი2"-ის
ეთერში რაც მოხდა, პირველი სწორედ გავრილოვის ამბავი გამახსენდა და იმიტომაც გითხარით, რომ მრცხვენია! ლგტბ თემის მაგივრადაც მე მრცხვენია და ყველა დანარჩენის ნაცვლადაც...

რაც შეეხება გავრილოვს, აშკარაა, რომ ყველაფერი ჩაწყობილი და გადაწყობილი იყო! მერე ჩვენ, ხალხს გვანერვიულებენ და ეგ არის უბედურება! უკვე სრულიად დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გათვლილი და წინასწარ მოფიქრებული იყო, რა და როგორ უნდა ყოფილიყო! არ ვიცი, ხელისუფლებისგან თუ ვისგან, საბოლოოდ ყველა ერთი არ არის?! სრული "ბარდაკია"!

- ბუბა კიკაბიძე, მომღერალი:
- გიორგი გაბუნიას რომ ვუსმენდი, ენა ჩამივარდა! როგორ აგიხსნათ და მეტი რა გითხრათ... არც რუსეთს ვეტრფი და არც მის პრეზიდენტს, მაგრამ ამიტომ უნდა დადგე კაცი მიკროფონით და აგინო მკვდარი და ცოცხალი? - სრულიად გაუმართლებელია ეს ყველაფერი და ეგრეც დაწერეთ!

ნინელი ჭანკვეტაძე, მსახიობი:
- სრულებით ვუერთდები იმ ხალხის საყოველთაო აღშფოთებას, რომელიც გიორგი გაბუნიას გამოსვლის საწინააღმდეგოდ არის მიმართული! მაპატიეთ, მეტს ვერაფერს გეტყვით, უნდა დაგემშვიდობოთ!


(სპეციალურად საიტისთვის)

!
18 ივლისი 2019 19:03
ბარდაკი მიიღება კოჰაბიტაციის შედეგად.
თეკლა
12 ივლისი 2019 08:31
ამ ბარდაკის შექმნაში დიდი წვლილი ქ.ნინელის დიდი დამსახურებაა, რომელიც ხმას არ იღებს მიმდინარე მოვლენებზე და პასუხს არ სცემს იმ დაპურებების შეუსრულებლობაზე რითიც მოიყვანა ეს ხელისუფლება და გადაგვაგდო, რაღა გაბუნიას გინებას გამოეკიდა?
Georgia
10 ივლისი 2019 13:26
ნორჩი ლენინელები, პიონერები, კომუნისტები და ახლა ბიძინისტები რას იტყვიან, რაც არ უთქვამთ ისეთს ... ეგ არ გვესმის მთელი ცხოვრება?!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?