"რუსთავი 2"-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტის ლანძრვა-გინებამ, ქვეყანაში სიტუცია კიდევ უფრო მეტად არია.მომხდარის კომენტარი მომღერალ ბუბა კიკაბიძეს ვთხოვეთ:- გიორგი გაბუნიას რომ ვუსმენდი, ენა ჩამივარდა! როგორ აგიხსნათ და მეტი რა გითხრათ... არც რუსეთს ვეტრფი და არც მის პრეზიდენტს, მაგრამ ამიტომ უნდა დადგე კაცი მიკროფონით და აგინო მკვდარი და ცოცხალი? - სრულიად გაუმართლებელია ეს ყველაფერი და ეგრეც დაწერეთ! იხილეთ სრულად იხილეთ ასევე: "ფულის კეთებაც შემეძლო და პრივილეგიების ხელში ჩაგდებაც, მაგრამ..." - რას ამბობს ბუბა კიკაბიძე პარლამენტთან აქციებზე, პუტინსა და საბჭოთა კავშირზე