"ისე­თი ერ­თგუ­ლი და მე­გობ­რუ­ლი იყა­ვი... უბო­რო­ტოდ და­ტო­ვე ეს სამ­ყა­რო" - ვინ არის 17 წლის მოზარდი, რომელიც ზესტაფონში ავარიას ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"ისე­თი ერ­თგუ­ლი და მე­გობ­რუ­ლი იყა­ვი... უბო­რო­ტოდ და­ტო­ვე ეს სამ­ყა­რო" - ვინ არის 17 წლის მოზარდი, რომელიც ზესტაფონში ავარიას ემსხვერპლა

ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა. გარდაცვლილი სარაგბო კლუბ ზესტაფონის "არწივების" მორაგბეა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილში, რომელიც შორაპანში ტრაილერს შეეჯახა, მამა-შვილი იჯდა. 17 რეზი თაბაგარი ადგილზე გარდაიცვალა, მამა გოგი თაბაგარი დაშავდა და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. გოგი თაბაგარი ზესტაფონში წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი იყო. შემთხვევა 6 ივლისს მოხდა.

ტრაგედიას სარაგბო კლუბი ზესტაფონის "არწივები" "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა:

"მეგობრებო!! დღეს ჩვენი რაგბის დიდი ოჯახის წევრი დავკარგეთ. რეზიკო თაბაგარი რომელიც სიცოცხლით და სიყვარულით სავსე ადამიანი იყო, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ნათელში ამყოფოს შენი სული... ბაკო სუყველას ძალიან გვიყვარდი, გვიყვარხარ და მუდამ გვეყვარები. ჩევნს გულებში დარჩები ყოველთვის"- წერს კლუბის ადმინისტრაცია. გაგრძელება