"სამარცხვინო მონა ხარ, ქალბატონო თინა" - როგორ მიმართა დიანა ღურწკაიასა და თინა კანდელაკს "პალიტრანიუსის" წამყვანმა
09-07-2019
"სამარცხვინო მონა ხარ, ქალბატონო თინა" - როგორ მიმართა დიანა ღურწკაიასა და თინა კანდელაკს "პალიტრანიუსის" წამყვანმა
"პალიტრანიუსის" გადაცემის NEWSROOM წამყვანმა კოკა კვირკველიამ მონოლოგში, რუსეთში მცხოვრებ ქართველებს თინა კანდელაკსა და დიანა ღურწკაიას მიმართა, რომლებმაც გაბუნიას სკანდალური განცხადების შეფასება საჯაროდ გააკეთეს და პუტინს დაუჭირეს მხარი.

გიორგი გაბუნიას განცხადებებს რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი თინა კანდელაკი ასე გამოეხმაურა:

"ერთ-ერთი გა­და­ცე­მის წამ­ყვან­მა ბინ­ძუ­რად, ქუ­ჩუ­რად გა­ლან­ძღა ჩემი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი - ისე, რო­გორც აკე­თე­ბენ ტვინ­გა­ყი­ნუ­ლი რა­დი­კა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი და­ნა­შა­უ­ლე­ბის უკან დგა­ნან.

მი­ვიჩ­ნევ, რომ ჩვენს პრე­ზი­დენტს არა მხო­ლოდ "რუს­თა­ვი 2"-მა უნდა მო­უ­ხა­დოს ბო­დი­ში,
არა­მედ - სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც. არ მგო­ნია, ვლა­დი­მერ პუ­ტინს ბო­დი­შე­ბი სჭირ­დე­ბო­დეს, თუმ­ცა ეს ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა, სა­ხის "ნარ­ჩე­ნე­ბი" შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ქვე­ყა­ნამ, სა­დაც ასე­თი გა­და­ცე­მა გა­დის ეთერ­ში.

უკვე 10 წე­ლია, ვამ­ბობ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი
დამ­ნა­შა­ვე და გა­რე­წა­რია. მისი ად­გი­ლი არა ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, არა­მედ ცი­ხე­შია - იმის გამო, რაც სა­ქარ­თვე­ლოს და ქარ­თველ ხალ­ხს გა­უ­კე­თა. მის­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სის­ხლისმღვრე­ლი ომე­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბი­ან, უკან მხო­ლოდ ნან­გრე­ვებს ტო­ვე­ბენ. მას მთე­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­ხე­ლით ჯო­ჯო­ხე­თის ცე­ცხლში დაწ­ვას ვუ­სურ­ვებ," - დაწერა კან­დე­ლა­კმა "ტელეგრამზე".

დიანა ღურწკაიას განცხადებით კი, საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურ დონეზე ბოდიში უნდა მოიხადოს: "ეს ძალიან სამარცხვინოა... მსგავსი გამონათქვამები ნებისმიერი ადამიანის მისამართით ტელევიზიაში უბრალოდ დაუშვებელია. სრულიად არ აქვს მნიშვნელობა, ჟურნალისტს ფსიქიკური პრობლემები აქვს თუ ეს შეგნებული პროვოკაციაა სახელის მოსაპოვებლად. მისი [გიორგი გაბუნიას] საქციელი საქართველოს ხელისუფლებამ და სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა შეაფასონ... ამ შემთხვევაში სტანდარტულად სინანულის გამოხატვა საკმარისი არ იქნება. საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურ დონეზე ბოდიში უნდა მოიხადოს“, – აცხადებს დიანა ღურწკაია.

თინა კანდელაკისა და დიანა ღურწკაიას "პალიტრანიუსის" გადაცემის NEWSROOM წამყვანმა მიმართა:

"კანდელაკმა და ღურწკაიამ ტრადიციულად ყველას დაასწრეს. ისე კი, თინა კანდელაკზე პირდაპირ ვიტყვი, ბანძი გაბუნიაც კი არა, ამ შემთხვევაში სამარცხვინო მონა ხარ, ქალბატონო თინა. თქვენ და დიანა ღურწკაია არასოდეს არ ქართველობდით და რაღა ახლა გესირცხვილებათ საქართველო და რაღა ახლა ითხოვთ ბოდიშს მისი ხელისუფლებისგან, ვინც არ უნდა იყოს მის სათავეში?! იყავით თბილად სადაც ხართ და უფრო უცენზუროდაც შემიძლია მოგმართოთ, მაგრამ მე ხომ გაბუნია არ ვარ!"

იხილეთ ვიდეო

ნონა
14 ივლისი 2019 03:19
არც ღურწკაია მეხატება გულზე და არც კანდელაკი, მაგრამ ... მართლები არიან ;(
lali
09 ივლისი 2019 18:06
ამ 2 ქალს რა გაუკეთებიათ საქართველოსთვის? ვაიმე რა გულდამდუღრულები არიან ცაკალელები
11111
09 ივლისი 2019 18:00
მეგონა ჩვენი პეზიდენტი უფრო ჭკვიანურად მოიქცეოდა, მაგრამ შევცდი. ნაცხროვას არ სურს რუსეთთან დიალოგი, რომ ვაი თუ რამეს მიაღწიოს სახელმწიფომ. დიახ რუსეთთან საჭიროა დიალოგი და არა ჯიბრით ლაპარაკი, სალომე რომ აკეთებს. ირმა ინაშვილის პოლიტიკა სწორია. ბოლოს მაინც მასე იქნება. რატომ გეშინიათ რუსეთის მომხრის სახელის, რა არის მაგაში ცუდი, თუ ყველაფერი კარგად იქნება, რას გვაძლევს ამერიკა? არაფერს , თავის ქვეყანაშიც არ გვიშვებს უვიზოდ.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები