კომერციულ ბანკებში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.97 ლარს აჭარბებს
09-07-2019
კომერციულ ბანკებში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.97 ლარს აჭარბებს
კომერციულ ბანკებში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.97 ლარს აჭარბებს. უფრო კონკრეტულად, ამ დროისთვის "საქართველოს ბანკში" 1 დოლარის ყიდვა 2,85 ლარად, გაყიდვა კი 2.971 ლარადაა შესაძლებელი. რაც შეეხება ევროს ღირებულებას, ყიდვა 3.177 ლარს, გაყიდვა კი 3.346 ლარს შეადგენს.

"თიბისი ბანკში" 1 დოლარის ყიდვა 2.8600 ლარი, გაყიდვა კი - 2.9800 ლარია. ევროს გაყიდვა 3.1950 ლარად, ყიდვა კი 3.3450 ლარადაა შესაძლებელი.

"ლიბერთი ბანკში" 1 დოლარის ყიდვა 2.845 ლარი, გაყიდვა კი 2.972 ლარი ღირს.

ევროს ყიდვის კურსი 3.21 ლარს, გაყიდვის კურსი კი 3.35 ლარს შეადგენს.

ბანკ "ქართუში" 1 დოლარის შეძენის ღირებულება 2.8500 ლარია, გაყიდვის კი - 2.9400 ლარი. რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ყიდვა 3.1800 ლარი, გაყიდვა კი 3.2850 ლარს შეადგენს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?