პარლამენტის წინ ერთ-ერთმა მოქალაქემ რუსული პასპორტი საჯაროდ დახია - კვირის პალიტრა

პარლამენტის წინ ერთ-ერთმა მოქალაქემ რუსული პასპორტი საჯაროდ დახია

პარლამენტის წინ აქციაზე მოქალაქე ნელი გასვიანმა რუსეთის ფედერაციის პასპორტი საჯაროდ დახია.

მისი თქმით, ის დევნილია და ორმაგი მოქალაქეობა აქვს.გასვიანის განცხადებით, პასპორტის დახევით იმ ქართველების მოქმედება გააპროტესტდა, რომლებიც ქვეყანაში რუსულ პოლიტიკას ატარებენ.

"რად მინდა ამათი პასპორტი. მთავარი საქართველოა და მინდა მივმართო ყველა ქართველს, ნუ გაყიდით ქვეყანას რუსეთზე. მივმართავ ბატონ ვასაძეს, უარი თქვას რუსულ ფულზე. ასევე გახარიას ვეტყვი, რომ მას არავინ არაფერს აპატიებს!"- განაცხადა ნელი გასვიანმა.

"ინტერპრესნიუსი"