ქუთაისში, ე.წ. კეჩის ბაზრობაზე შუშის ჩამოვარდნის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
ქუთაისში, ე.წ. კეჩის ბაზრობაზე შუშის ჩამოვარდნის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ე.წ. კეჩის ბაზრობაზე შუშის ჩამოვარდნის შედეგად მოქალაქეები დაშავდნენ.

თვითმხილველების ინფორმაციით, ბაზრობაზე მყოფი მოქალაქეები ნამსხვრევებით დაზიანდნენ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი. მათ დახმარება ადგილზე ჩაუტარდათ და საავადმყოფოში გადაყვანეზე უარი განაცხადეს.

ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია. დაწყებულია მოკვლევა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები