ურეკში უცხოელი ტურისტი ზღვაში დაიხრჩო
ურეკში უცხოელი ტურისტი ზღვაში დაიხრჩო
ურეკში, ზღვაში უცხოელი ტურისტი მამაკაცი დაიხრჩო. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა დღის მეორე ნახევარში, მოხდა. მათივე ინფორმაციით, 112-ზე დაღუპულის ცოლმა დარეკა, რომ მისი მეუღლე გაუჩინარდა, მაშინ, როდესაც ცოლ-ქმარი ზღვაში ბანაობდა.

სამძებრო სამუშაოებში მყვინთავებიც იყვნენ ჩართული, თუმცა მამაკაცის ცხედარი შემთხვევიდან ერთ კილომეტრში მაშველებმა გამორიყული ოპოვეს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?