"ჩემს კანს აღარ ასდის საავადმყოფოს სუნი, არც სიკვდილის" - რას ჰვება ახლგაზრდა ქართველი ქალი, რომელმაც კიბო დაამარცხა? - კვირის პალიტრა

"ჩემს კანს აღარ ასდის საავადმყოფოს სუნი, არც სიკვდილის" - რას ჰვება ახლგაზრდა ქართველი ქალი, რომელმაც კიბო დაამარცხა?

"მე სიკვდილი მოვკალი ადამიანებო. მე ის მოვკალი და თავიდან დაბადება არის ყველაზე დიდი, გრანდიოზული მოვლენა, რაც კი შეიძლებოდა ერთ სიცოცხლეში ჩამეტია და მომესწრო " - ეს სიტყვები ეკუთვნის ახალგზარდა ქალს, მარიამ სირბილაძეს, რომელმაც სიმსივნე დამრცხა.

მარიამმა გავლილი ურთულესი დღეების შესახებ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში:

"ერთი რამე უნდა მოგიყვეთ. იყო ჩემს ცხოვრებაში პერიოდი, როდესაც შემეძლო კარადის კარი გამეღო და შიგნით ფერების მიხედვით დალაგებული და საკიდებზე განაწილებული ტანსაცმელისთვის საათობით მეცქირა . არ ვამეტებ, ვიჯექი და საათობით ვუყურებდი ღია კარადას. მერე სათითაოდ ჩამოვხსნიდი კაბებს და ისე რომ სარკეში საკუთარი ანარეკლი არ დამენახა ,მკერდზე მივიდებდი, თვალებს ვხუჭავდი და წარმოვიდგენდი რომ ძალიან მიხდებოდა .ჩემს წარმოდგენებში ყველა კაბას ვუხამებდი ფეხსაცმელს, მძივებს, ჩანთას, სათვალესაც კი და ეს ხდებოდა ძალიან ხშირად, კვირაში სამი-ოთხჯერ მაინც.

ვიღვიძებდი შუაღამისას და ვუყურებდი ქალების ფოტოებს, იმ ქალების ფოტოებს როგორიც მინდოდა ვყოფილოყავი. ლამაზი, გამხდარი, გრძელი თმით, მოვლილი, სასურველი ,სექსუალირი. არ ვოცნებობდი საკუთარი თავის დაბრუნებაზე, მინდოდა სხვანაირი ვყოფილიყავი, აი ამ ქალების მსგავსი, რომლების სახეების ცქერაშიც მეძინებოდა.

ვიღვიძებდი დილით, ვიღებდი შხაპს, ვხარშავდი ყავას, ვიწებებდი წამწამებს, ვიხატავდი წარბებს, ვიკეთებდი მაკიაჟს, ვირგებდი პარიკს, მივდიოდი სამსახურში, ექიმთან, თერაპიაზე და ასე გრძელდებოდა სრული შვიდი თვე. შვიდი საზიზღარი თვე და ზოგჯერ მართლა არ მქონდა იმედი, რომ ოდესმე რამე შეიცვლებოდა. უბრალოდ არ მინდოდა ასეთი მოვმკვდარიყავი, მოსულიყო ხალხი და ვერ ვეცვნე, არ მინდოდა სხვა ადამიანი დაემარხათ თუ სიკვდილი გარდაუვალი იქნებოდა .

ჩემი ყველა ფოტო იყო ახლოდან გადაღებული, სადაც კარგი მაკიაჟი მქონდა,პ არიკი მეკეთა და ოდნავ მაინც ვგავდი იმ ადამიანს, რომელიც ოდესღაც ვიყავი. ყველა ფოტო იყო იმის მტკიცებულება ,ყველა ჩემნაირი პაციენტისთვის რომ არ უნდა დავმალულიყავით სახლებში, ოთახებში, საწოლებში, სადაც მხოლოდ სიკვდილის სუნი იდგა.  ქიმიოთერაპია გასულ 24 დეკემბერს დავასრულე და 27 დეკემბერს საქართველოში ჩამოვედი. იხილეთ სრულად