თბილისის მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასურის გადასახდელად ყოველთვიური აბონიმენტების შეძენა შეეძლება - კვირის პალიტრა

თბილისის მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასურის გადასახდელად ყოველთვიური აბონიმენტების შეძენა შეეძლება

დედაქალაქის მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასურის გადასახდელად ყოველთვიური აბონიმენტების შეძენა შეეძლება.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა, ერთთვიანი აბონიმენტის დანერგვა 2021 წლიდან იქნება შესაძლებელი.

"სქემა ისე უნდა აეწყოს, რომ პატარა საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან დიდ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაჯდომის ძალიან კომფორტული მოდელი გვქონდეს, მათ შორის, გადახდის სისტემასთან დაკავშირებითაც. ადამიანს ექნება ან აბონიმენტი, ან დილით აიღებს ბილეთს, რომელიც დაფარავს როგორც მეტროს, ასევე ავტობუსს და ასევე დაფარავს იმ მცირე ზომის საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც იმოძრავებს დამაკავშირებელ ქუჩებზე. ანუ ადამიანებს ექნებათ საშუალება, რომ ინტეგრირებული გადახდის სისტემით გადაიხადონ ერთხელ და გადაჯდომა მოახდინონ ახალი ე.წ. "მარშრუტკიდან" ავტობუსში, თუ დასჭირდებათ ავტობუსიდან მეტროში. აღარ იქნება დუბლირება, როგორც დღეს არის. ხალხს არ უნდა მოუწიოს ცალკე მეტროში, ცალკე ავტობუსებში და სამარშრუტო ტაქსებში მგზავრობის საფასურის გადახდა, არამედ, გადაიხადონ ერთხელ, იმ ბილეთის ვალიდაცია გააკეთონ და ეს ერთი ბილეთი გამოიყენონ ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის ვგეგმავთ ამ სქემაში საბაგიროს ჩართვასაც. როგორც საზღვარგარეთ არის "ოფციები" ასარჩევი, ისე იქნება აქაც, რასაც გინდა იმას იყიდი. გექნებათ საშუალება, რომ ერთი ავტობუსის ბილეთი იყიდოთ, თუ ერთი ავტობუსით გადაადგილდებით ძირითადად, ან იყიდოთ ავტობუსს პლუს მეტრო, ან ავტობუსს პლუს სამარშრუტო ტაქსი. თქვენ თავად აირჩევთ "ოფციას". თუ იცით, რომ ყოველდღე მოდიხართ მერიაში, იყენებთ "დელისის" მეტრომდე სამარშრუტო ტაქსს, შემდეგ ავტობუსს ან მეტროს, იყიდი ამ მარშრუტის ბილეთს. ასევე გვექნება ერთჯერადად ბილეთების ყიდვის საშუალებაც სხვა მიმართულებებზე. მიზანი არის ის, რომ ზუსტად იცოდეს მოსახლეობამ რა დრო დასჭირდება ამა თუ იმ ადგილზე მისასვლელად. მეტროდან რომ ადამიანი ამოვა, მან უნდა იცოდეს რა დროში მოვა ავტობუსი, რომელიც დანიშნულების ადგილამდე მიიყვანს", - განაცხადა ბითაძემ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.