გიორგი გახარიას შს მინისტრის თანამდებობაზე დარჩენის მოთხოვნით ინტერნეტგვერდი argadadge.ge. შეიქმნა - კვირის პალიტრა

გიორგი გახარიას შს მინისტრის თანამდებობაზე დარჩენის მოთხოვნით ინტერნეტგვერდი argadadge.ge. შეიქმნა

გიორგი გახარიას შს მინისტრის თანამდებობაზე დარჩენის მოთხოვნით ინტერნეტგვერდი შეიქმნა სახელწოდებით argadadge.ge. აღნიშნულ გვერდზე განთავსებულია პეტიცია, რომლის მთავარი მიზანია ხელმომწერების შეგროვება, რათა "არ გადადგეს გახარია". ამ დროისთვის პეტიციაზე ხელმომწერთა რიცხვი 6 ათასს აჭარბებს. ვებგვერდის ანოტაციაში აღნიშნულია, რომ გახარიას გადადგომა ქვეყანას მხოლოდ ზიანს მოუტანს.

"მეგობრებო, მოქალაქეებს, რომლებსაც მიგვაჩნია რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მხოლოდ ზიანს მოუტანს ქვეყანას, გამოვხატოთ საკუთარი პოზიცია ხელმოწერით და ვანახოთ ჩვენი ხმა საზოგადოებას", - აღნიშნულია ვებგვერდზე.

"ინტერპრესნიუსი"