"ამერიკა ქართველ ახალგაზრდებს "ავერბოვკებს", მათ რუსეთში განათლების მიღების საშუალება უნდა მიეცეთ" - კვირის პალიტრა

"ამერიკა ქართველ ახალგაზრდებს "ავერბოვკებს", მათ რუსეთში განათლების მიღების საშუალება უნდა მიეცეთ"

თინა კანდელაკი ამბობს, რომ ქართველ ახალგაზრდებს რუსეთში სწავლის საშუალება უნდა მიეცეთ, რაც დიდ "ჰუმანიტარულ როლს შეასრულებს". ტელეწამყვანმა "როსია 24"-ის ეთერში საქართველოში ნაციონალიზმის ტალღის გაძლიერებაზე ისაუბრა - მისი თქმით, პირველად ნაციონალიზმი ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში გაჩნდა.

"გამსახურდიამ გარშემო ნაციონალისტები შემოიკრიბა. ეს ბაცილა, დაკავშირებული აფხაზეთთან და ოსეთთან, ყოველთვის გამოიყენებოდა პოლიტიკური ტერორისთვის, რომ საქართველოში მდგომარეობის დესტაბილირება მომხდარიყო და რუსეთთან ურთიერთობა დაეძაბათ. ვიდრე არ მოხდება ცვლილებები და არ გამოჩნდება თაობა, რომელსაც რუსეთთან ისეთი დამოკიდებულება ექნება, როგორიც მე მაქვს, ექსცესები და ომები მუდმივად იქნება," - განაცხადა კანდელაკმა.

ტელეწამყვანმა ყურადღება გაამახვილა ფაქტზე, რომ ამერიკა ქართველ ახალგაზრდებს "ავერბოვკებს", მათ სწავლისა და გრანტების მიღების საშუალებას აძლევს. კანდელაკის თქმით, არ არის რთული წარმოსადგენი, "რა ხდება ამ ახალგაზრდების გონებაში".

"თუ სტუდენტებს საშუალება ექნებათ, რუსეთში მიიღონ განათლება გრანტების საშუალებით, სიტუაცია შეიცვლება და ეს დიდ ჰუმანიტარულ როლს შეასრულებს", - განაცხადა თინა კანდელაკმა.

იხილეთ ასევე: "ბინძურად გალანძღა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი... პუტინს ბოდიშები არ სჭირდება" - როგორ ეხმაურება თინა კანდელაკი გაბუნიას განცხადებას და რას ამბობს სააკაშვილზე?

Ambebi.ge