"ბრძოლა მე წავაგე... მაგრამ ღირსეულად ვატარებ ამ ტვირთს და შენი წესებით ვიცხოვრებ" - "გოგიჩას" მეუღლე "ფეისბუქში" ემოციურ პოსტს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

"ბრძოლა მე წავაგე... მაგრამ ღირსეულად ვატარებ ამ ტვირთს და შენი წესებით ვიცხოვრებ" - "გოგიჩას" მეუღლე "ფეისბუქში" ემოციურ პოსტს აქვეყნებს

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი 51 წლის ასაკში ("გოგიჩა") გარდაიცვალა.

ბოლო წლების განმავლობაში მსახიობსა და ტელეწამყვანს მძიმე სენთან ბრძოლა უწევდა. მას მოულოდნელად სიმსივნე აღმოუჩინეს, რის გამოც ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი ჩაიტარა.

გიორგი გოგიჩაიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით "ფეისბუკში" ემოციური პოსტი გამოაქვეყნა მისმა მეუღლემ, ჟურნალისტმა ნათია ბანძელაძემ.

"...მაინც მატირა... ყველა გვატირა... 18 წლიდან ერთად ვიზრდებოდით,მან მასწავლა სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, როგორ შეიძლებოდა მტერი არ გყოლოდა, როგორ უნდა გყვარებოდა, რომ უსულო საგნებსაც ტკიოდათ და უხაროდათ, ჭიანჭველა რომ არ უნდა მომეკლაიმიტომ რომ ის შვილისისთვის შაქრის მიტანას ცდილობდა... როგორ არ შეიძლებოდა ჩემს ლექსიკაში ყოფილიკო სიტყვა "მეზიზღება". 30 წელი ჩვენი ზღაპრული, ზღაპრული სამყაროს გმირი იყო, რომელიც დაუნდობელი სამყაროსგან გიცავდა, ისე რომ ბოროტსაც მაინც კეთილად დაგანახებდა. ჩემი სიკეთის სხივი, დიდი პატარა ბავშვი არასდროს გაიზარდა და უცებ, არასდროს, რომ არ გავბუტულვართ შუა თამაშში მიმატოვა... რატომ ???? რა საშინელი სიცივეა იციიი გიო, მიყვარხარ... ჩემი სიკეთის სხივი, რომელმაც ყველაჩვენთაგანი გაათბო! მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ვინც ამ არაჩვეულებრივი, მზით სავსე, დიდი პატარა ბავშვის, სიცოცხლის წამის მეასედიც კი მაჩუქეთ ამ ბრძოლაში... მხეცს შეუყვარდა, ბრძოლა მე წავაგე... მაგრამ ღირსეულად ვატარებ ამ ტვირთს და შენი წესებით ვიცხოვრებ, არ ინერვიულო რაა მიყვარხარ" - წერს ნათია ბანძელაძე.