პატრიარქი: "მინდა გირჩიოთ ყველას, გიყვარდეთ ერთმანეთი" - კვირის პალიტრა

პატრიარქი: "მინდა გირჩიოთ ყველას, გიყვარდეთ ერთმანეთი"

მინდა გირჩიოთ ყველას, გიყვარდეთ ერთმანეთი, ოჯახი, მეუღლე, შვილები. ეს დიდი მადლი და ძალაა. არიან ადამიანები, რომლებიც ეძებენ ნაკლს სხვა ადამიანში, სინამდილეში თავის თავში უნდა ნახონ ნაკლი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

"ყოველი ადამიანი გარკვეული მისიით მოდის ამ ქვეყნად. მაქვს წაკითხული ერთი ოჯახის ისტორია: მეუღლე ეხვეწება ქმარს, რომ მინდა უფრო ახლოს ვიყო შენთან, მინდა შენი ერთგული ვიყო და დამიწერე რა ნაკლი მახლავს მე, რა ნაკლი მაქვსო. მთელი ღამე ქმარი ფიქრობდა რა დავწეროო და მთელი ღამე ვერ დაიძინა. დილას ეუბნება, ვერაფერი გამოვნახე შენში ნაკლი, მიყვარხარ ისეთი, როგორიც ხარო. მინდა გირჩიოთ ყველას - გიყვარდეთ ერთმანეთი, ოჯახი, მეუღლე, შვილები. ეს დიდი მადლი და ძალაა. არიან ადამიანები, რომლებიც ეძებენ ნაკლს სხვა ადამიანში. სინამდვილეში თავის თავში უნდა ნახონ ნაკლი და თავისი თავიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა გამოსწორება", - ბრძანა პატრიარქმა.

"ინტერპრესნიუსი"