"ექ­ვსი თვის წინ ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, ორ­სუ­ლი იყო და აქ იმ­შო­ბი­ა­რა" - საბერძნეთში 16 წლის ქართველ გოგონას მეექვსე დღეა ეძებენ - კვირის პალიტრა

"ექ­ვსი თვის წინ ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, ორ­სუ­ლი იყო და აქ იმ­შო­ბი­ა­რა" - საბერძნეთში 16 წლის ქართველ გოგონას მეექვსე დღეა ეძებენ

თითქმის ერთი კვირაა საბერძნეთის ქალაქ ათენში 16 წლის ქართველ გოგონას ეძებენ. არასრულწლოვანი ლ.მ-ს ძიების საქმეში ჩართულია საბერძნეთის უშიშროების სამსახური და სამართალდამცავი უწყებები.

გაუჩინარებული გოგონას მშობლები საქართველოში, ქობულეთის რაიონ სოფელ სამებაში ცხოვრობენ, ხოლო საბერძნეთში იგი დედამთილთან, მულთან, მეუღლესა და ხუთი თვის შვილთან ერთად ცხოვრობს. არასრულწლოვნის გაუჩინარების შესახებ განსხვავებული ვერსიები აქვთ გოგონას მშობლებსა და ქმრის ოჯახს.

დაკარგულის მული AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ გოგონა სავარაუდოდ სახლიდან გაიპარა და უცნობ ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად მიიმალა.

6 დღის წინ დაკარგული გოგონას მული ირწმუნება, რომ მათ ხელთ აქვთ პაკისტანის მოქალაქე ალი ჰასანისა და მათი რძლის მიმოწერის ამსახველი სქრინები, რომელიც მოწმობს, რომ გოგონა მამაკაცთან ახლო ურთიერთობაში იყო და სავარაუდოდ, მასთან ერთად აპირებდა გაქცევას. პოლიციამ გამოაცხადა ძებნა პაკისტანის მოქალაქეზეც და აღმოჩნდა, რომ ისიც რამდენიმე დღეა არ გამოჩენილა.

რაც შეეხება არასრულწლოვანი გოგონას მშობლებს, ისინი მომხდარს ოჯახურ კონფლიქტს უკავშირებენ და ამბობენ, რომ აქვთ საეჭვო ვერსიები, რომელზეც საუბრისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.

კონფლიქტს კატეგორიულად გამორიცხავს გოგონას ქმრის და. ის AMBEBI.GE-სთან დეტალებს ყვება:

"არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია მეუღლესთან. ექვსი თვის წინ ჩამოვიყვანეთ, ორსული იყო და აქ იმშობიარა. ცხოვრობდა ცოლ-ქმარი ჩვეულებრივად. ოჯახური კონფლიქტი არ ყოფილა, რასაც ამბობენ ჩემი რძლის მშობლები. დატოვა ჩვილი, ხუთი თვის ბავშვი და გაიქცა.

ჩვენ ვნახეთ მისი "ფეისბუქი" და აღმოვაჩინეთ მიმოწერები პაკისტანელ ბიჭთან. სავარაუდოდ, მასთან ერთად არის გაქცეული. მთავარია გამოჩნდნენ და მშვიდობა იყოს. პოლიციამ ვერც ეს ბიჭი იპოვა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი გარკვეულ უკანონო საქმიანობაშია ჩართული. კერძოდ, ყიდდა უაქციზო სიგარეტებს, - ამბობს დაკარგული არასრულწლოვნის მული.

რაც შეეხება არასრულწლოვანი გოგონას მშობლებს, ისინი გამორიცხავენ რომ, მათი შვილი 5 თვის ჩვილის გარეშე სადმე წასულიყო და გაუჩინარებას კონკრეტული მიზეზი აქვს: გაგრძელება