"ექ­ვსი თვის წინ ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, ორ­სუ­ლი იყო და აქ იმ­შო­ბი­ა­რა" - საბერძნეთში 16 წლის ქართველ გოგონას მეექვსე დღეა ეძებენ
"ექ­ვსი თვის წინ ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, ორ­სუ­ლი იყო და აქ იმ­შო­ბი­ა­რა" - საბერძნეთში 16 წლის ქართველ გოგონას მეექვსე დღეა ეძებენ
თით­ქმის ერთი კვი­რაა სა­ბერ­ძნე­თის ქა­ლაქ ათენ­ში 16 წლის ქარ­თველ გო­გო­ნას ეძე­ბენ. არას­რულ­წლო­ვა­ნი ლ.მ-ს ძი­ე­ბის საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლია სა­ბერ­ძნე­თის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბი.

გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნას მშობ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქო­ბუ­ლე­თის რა­ი­ონ სო­ფელ სა­მე­ბა­ში ცხოვ­რო­ბენ, ხოლო სა­ბერ­ძნეთ­ში იგი დე­დამ­თილ­თან, მულ­თან, მე­უღ­ლე­სა და ხუთი თვის შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. არას­რულ­წლოვ­ნის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვერ­სი­ე­ბი აქვთ გო­გო­ნას მშობ­ლებ­სა და ქმრის ოჯახს.

და­კარ­გუ­ლის მული AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ გო­გო­ნა სა­ვა­რა­უ­დოდ სახ­ლი­დან გა­ი­პა­რა და უც­ნობ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­თან ერ­თად მი­ი­მა­ლა.

6 დღის წინ და­კარ­გუ­ლი გო­გო­ნას მული ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მათ ხელთ აქვთ პა­კის­ტა­ნის მო­ქა­ლა­ქე ალი ჰა­სა­ნი­სა და მათი რძლის მი­მო­წე­რის ამ­სახ­ვე­ლი სქ­რი­ნე­ბი, რო­მე­ლიც მოწ­მობს, რომ გო­გო­ნა მა­მა­კაც­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყო და სა­ვა­რა­უ­დოდ, მას­თან ერ­თად აპი­რებ­და გაქ­ცე­ვას. პო­ლი­ცი­ამ გა­მო­ა­ცხა­და ძებ­ნა პა­კის­ტა­ნის მო­ქა­ლა­ქე­ზეც და აღ­მოჩ­ნდა, რომ ისიც რამ­დე­ნი­მე
დღეა არ გა­მო­ჩე­ნი­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნას მშობ­ლებს, ისი­ნი მომ­ხდარს ოჯა­ხურ კონ­ფლიქტს უკავ­ში­რე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ აქვთ სა­ეჭ­ვო ვერ­სი­ე­ბი, რო­მელ­ზეც სა­უბ­რის­გან ჯერ­ჯე­რო­ბით თავს იკა­ვე­ბენ.

კონ­ფლიქტს კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავს გო­გო­ნას ქმრის და. ის AMBEBI.GE-სთან დე­ტა­ლებს ყვე­ბა:

"არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი არ ჰქო­ნია მე­უღ­ლეს­თან. ექ­ვსი თვის წინ ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, ორ­სუ­ლი იყო და აქ იმ­შო­ბი­ა­რა. ცხოვ­რობ­და ცოლ-ქმა­რი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად. ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტი არ ყო­ფი­ლა, რა­საც ამ­ბო­ბენ ჩემი რძლის მშობ­ლე­ბი. და­ტო­ვა ჩვი­ლი, ხუთი თვის ბავ­შვი და გა­იქ­ცა.

ჩვენ ვნა­ხეთ მისი "ფე­ის­ბუ­ქი" და აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ მი­მო­წე­რე­ბი პა­კის­ტა­ნელ ბი­ჭთან. სა­ვა­რა­უ­დოდ, მას­თან ერ­თად არის გაქ­ცე­უ­ლი. მთა­ვა­რია გა­მოჩ­ნდნენ და მშვი­დო­ბა იყოს. პო­ლი­ცი­ამ ვერც ეს ბიჭი იპო­ვა და გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ იგი გარ­კვე­ულ უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბა­შია ჩარ­თუ­ლი. კერ­ძოდ, ყიდ­და უაქ­ცი­ზო სი­გა­რე­ტებს, - ამ­ბობს და­კარ­გუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის მული.

რაც შე­ე­ხე­ბა არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნას მშობ­ლებს, ისი­ნი გა­მო­რი­ცხა­ვენ რომ, მათი შვი­ლი 5 თვის ჩვი­ლის გა­რე­შე სად­მე წა­სუ­ლი­ყო და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი აქვს: გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები