"პრე­ზი­დენ­ტი და მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან, ამი­ტომ მა­ღალ ხმა­ზე მუ­სი­კის ჩარ­თვა გეკრძალებათო" - რა მოხდა ბათუმში? - კვირის პალიტრა

"პრე­ზი­დენ­ტი და მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან, ამი­ტომ მა­ღალ ხმა­ზე მუ­სი­კის ჩარ­თვა გეკრძალებათო" - რა მოხდა ბათუმში?

ბათუმში აქტიური საკურორტო სეზონი რამდენიმე კვირაა დაიწყო. ზაფხულის ცხელ დღეებს ზღვისპირა ქალაქში უამრავი ადამიანი ატარებს, მათ შორის უცხოელი სტუმრებიც.

10-12 ივლისს "შავი ზღვის მარგალიტი" აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობდა, შესაბამისად ბათუმში მაღალი რანგის სტუმრები იმყოფებოდნენ, მათ შორის საქართველოს პირველი პირები და უცხოელი მაღალჩინოსნები. ევროპელ სტუმრებს შორის იყო ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკიც, რომელმაც კონფერენციაზე დამსწრეებს ვაჟა-ფშაველას სიტყვებით მიმართა.

AMBEBI.GE-სთვის ცნობილი გახდა, რომ 10 ივლისის ღამეს, როდესაც ბათუმში მაღალი რანგის სტუმრები ჩავიდნენ, ბულვარში არსებულ კლუბებს და რესტორნებს ხმამაღლა მუსიკის ჩართვა აუკრძალეს. ჩვენი წყაროს ცნობით, ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ბულვარის მიმდებარედ სასტუმროში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისვენებდა და მას ხმამაღალი მუსიკა აწუხებდა.

AMBEBI.GE-ს რესტორან "ახალი გემის" მენეჯერი ლიანა კიკვაძე ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ მოთხოვნის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, რესტორნების და ბარების მფლობელებს 5 ათასლარიანი ჯარიმით დაემუქრნენ.

"ნამდვილად მოხდა ასეთი ფაქტი, რაც ძალიან გაგვიკვირდა. საღამოს როცა დაიწყო პროგრამა, მოვიდნენ უცნობი პირები და გვითხრეს: "რედისონში" პრეზიდენტი და "შერატონში" მაღალი თანამდებობის პირები იმყოფებიან, ამიტომ მაღალ ხმაზე მუსიკის ჩართვა და ფეირვერკების გაშვება 12 ივლისამდე გეკრძალებათო.

არადა, როცა ჩვენთან შემოდის კლიენტი მას თავისთავად უნდა მუსიკა. ჩვენთვის ყველა სტუმარი ერთნაირია, როგორც პრეზიდენტი ისე სხვა ადამიანი. გაგრძელება