"გაბუნიამ ქაჯობა გამოავლინა, თუმცა არც რუსულ მედიას აქვს უფლება, გაბუნიათი შეაფასოს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი კულტურა"
"გაბუნიამ ქაჯობა გამოავლინა, თუმცა არც რუსულ მედიას აქვს უფლება, გაბუნიათი შეაფასოს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი კულტურა"
ფოტო:ოლეგ ბასილაშვილი
რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბულობას, რომელიც განსაკუთრებით "რუსთავის 2"-ის საავტორი გადაცემის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგის შემდეგ გამწვავდა, ქართული წარმოშობის რუსი მსახიობი, საბჭოთა კინოსა და თეატრის არტისტი ოლეგ ბასილაშვილი გამოეხმაურა. ჩვენ მას მოსკოვში დავუკავშირდით და ვითარების მოკლედ შეფასება ვთხოვეთ.

- თუ კონკრეტულად "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის მონოლოგზე ვისაუბრებთ­, ეს იყო სრულიად უპასუხისმგებლო და რაც მთავარია, უცენზურო გამოსვლა. ჟურნალისტს არ ჰქონდა გაცნობიერებული, რომ მისი ყოველი სიტყვა უნდა იყოს აწონილ-დაწონილი, თუმცა ამ შემთხვევაში მხოლოდ არაპროფესიონალიზმთან არ
გვქონია საქმე - ეს გახლდათ რუსეთისა და კერძოდ, მის პრეზიდენტის პროვოცირების საუკეთესო მაგალითი, რომელიც მას, საბედნიეროდ, არ გამოუვიდა.
თუმცა, აქვე მინდა ვთქვა, რომ ვიღაც ერთი ჟურნალისტით არ შეიძლება შეფასდეს ქართველი ერი და მისი კულტურა. გაბუნიამ თავისი უკულტურობა და თუ გნებავთ, ქაჯობა გამოავლინა, თუმცა არც რუსულ
მედიას აქვს უფლება, გაბუნიათი შეაფასოს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი კულტურა და ისტორია, რომლითაც სრულიად სამართლიანად ვამაყობთ.

ერთი უკულტურო ადამიანის გამო რუსი და ქართველი ხალხის შეფასებისგან თავი უნდა შეიკავოს ორივე­ მხარემ. მე მაშინვე გამოვეხმაურე რუსეთ-საქართველოს შორის ხელოვნურად დაწყებულ დაძაბულობას - მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს­ და ამის უარყოფა შეუძლებელია.
მე არ ვსაუბრობ პოლიტიკასა ან პოლიტიკოსებზე, ვგულისხმობ უბრალო ადამიანურ ურთიერთობებს კულტურაში, სპორტში ან სულაც ადამიანურ ურთიერთობებს. ძალიან გულსატკენია იმ ტალახის სროლა, რომელიც ამ ამბებს მოჰყვა, რადგან სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ქართველი კაცის გენეტიკაში კოდივით დევს ოჯახში სრულიად უცხო ადამიანის ძვირფასი ახლობელივით მიღება - ეს ქართული კულტურის ნაწილია, რომელსაც ვერც ჟურნალისტის უცენზურო მონოლოგი, ვერც რუსული მედიის პასუხი და რადიკალური განცხადებები გააბათილებს. მე ყოველთვის მსუბუქი შეფასების მომხრე ვარ, მაგრამ ახლა მკაცრად უნდა ვთქვა - თითო მახინჯი ყველა ოჯახში არსებობდა და ასე იქნება ყოველთვის. გამონაკლისი არც საქართველოა და არც რუსეთი.

ხელოვნური დაძაბულობა შემთხვევით არ მიხსენებია - საქართველო ერთადერთი ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა, სადაც ასეთი სითბოთი და პატივისცემით ხვდებიან რუს ხალხს. პოლიტიკოსი არა ვარ, მაგრამ ვხედავ, რომ ამის აღიარება ბევრს არ უნდ
ა. და მაინც, ეს არის რეალობა, რომელსაც ყველა კარგად ხედავს. სწორედ ამგვარ დამოკიდებულებას შეუძლია ორ ხალხს შორის ურთიერთობის დალაგება.
ალექს
16 ივლისი 2019 17:15
ნაძმოს წევრებია გაბუნიაც და გვარამიაც ,რისი ჟურნალისტი,აი პრავდის კორენსონდენტი რომ ცეკას წევრი იყო,კომპარტიის ყრილობის დელეგატი და დელიკატესებს მიირთმევდა ,სწორედ ისე !
უცნობი
15 ივლისი 2019 18:50
ვიცნობ ერთი პიროვნებას, რომლის ბიცოლაც ლენინგრადის ბლოკადიდან ევაკუირებული იქნა 12 წლის ასაკში.
იმ ქალბატონის სიძე, ანუ ქალიშვილის ქმარი მიყვებოდა მის ამბავს:
12 წლის ბავშვს, ბლოკადის დღეებში ყური მოუკრავს, რომ მეზობლები მასზე ამბობდნენ დავკლათ და შევჭამოთო.
ეს კი შეშინებული რომელიღაც საწარმოში მისულა და უთხოვია - მამუშავეთო და დაზგასთან ათენებდა-აღამებდა, რომ
სახლში არ მისულიყო, მეზობლების შიშით.
ის და მისი 16 წლის ძმა გამოიყვანეს ლენინგრადიდან, ოღონდ ეს ქალბატონი საქართველოში მოხვდა, ხოლო ძმა სხვაგან გაანაწილეს და დაკარგეს ერთმანეთი.
შეიფარა ქართულმა ოჯახმა და აღზარდა.
გათხოვდა ქართველზე, შვილები და ა.შ.
მთელი ეს დრო ძმის ძებნა არ შეუწყვეტია და როდესაც მოსკოვში მიაგნო, უკვე სიძე ჰყავდა- ქალიშვილის ქმარი
და თავის სიძესთან ერთად წავიდა მოსკოვში ძმის სანახავად.
როგორც გითხარით, სიძე მიყვებოდა ამ ამბავს, ხოდა ეს თავისი ძმა, პირველი ნახვის ემოციების შემდეგ, კარგად
გაულანძღავს, მე ბავშვი ვიყავი ევაკუაციისას, შენ კი 16-17 წლის კაცი და ნუთუ ისეთი უჯიგრო ხარო, რომ
არ მეძებდიო, ის კი თავჩაქინდრული უსმენდა.
მერე კი მოსკოვის ბაზრობაზე რომ გასულან, თბილისში საჩუქრების ჩამოსატანად, ეს რუსი სიდედრი თავის სიძეს ქართულად
ეძახის ბიჭიკო, მოდი რა ლამაზი ხალიჩა უნდა გაჩვენოო, ვიღაც მაშკა ღორივით გასიებულ რუსის დედაკაცს
დაუძახია ვოტ, პონაეხალი ეტი ჩორნაჯოპიეო, იმას მიმდგარა და უთქვამს: ,,კაკიმი დურაკამი ვი ბილი ვსიუ სვოეი
ჯიზნი, ტაკიმი ი დოკანცა ეი ი ოსტანეტესო"
უძახეთ ახლა ამ პიროვნებას რუსი.
რესპექტ ოლეგ ბასილაშვილს.
Mixeil Javaxishvili
15 ივლისი 2019 18:18
მიხეილ ჯავახიშვილი - უბის წიგნაკიდან
1924-1935 წწ.
1926 - ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის შესარიგებლად საჭიროა ერთ-ერთი: ან ქართველი ხალხი უნდა გარუსდეს, ან ხელისუფალი გაქართველდეს. ჯერჯერობით არც ერთია შესაძლებელი, არც – მეორე. მაშასადამე, ხრამი ისევ ხრამად რჩება.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები