ქართველი ახალგაზრდები რუსეთის წინააღმდეგ
ქართველი ახალგაზრდები რუსეთის წინააღმდეგ
ფოტო:მაია გი­გო­ლაშ­ვი­ლი
მაია გი­გო­ლაშ­ვი­ლი: "საბ­ჭო­თა ეპო­ქის შვი­ლე­ბი ვგრძნობ­დით, რომ ჩვენ­ში ჩნდე­ბო­და თა­ვი­სუფ­ლე­ბის მუხ­ტი და პრო­ტესტს გა­მოვ­ხა­ტავ­დით მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­მართ, რად­გა­ნ კო­მუ­ნის­ტუ­რი ჩარ­ჩო­ე­ბი, აზ­როვ­ნე­ბა არ მოგ­ვწონ­და და რო­გორც კი ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა და­იძ­რა, თით­ქოს მა­შინ­ვე ვი­პო­ვეთ ჩვე­ნი ად­გი­ლი. ზნე­ო­ბა გვკარნახობდა, რომ იქ უნდა ვყოფილიყავით და პროტესტს თავიდანვე შევუერთდით"

25 ივ­ნისს "ფე­ის­ბუ­კის" პი­რად გვერ­დ­ზე­­ ავ­ტვირ­თე 30 წლის წინ პარ­ლა­მენ­ტთან, ერთ-ერთ მი­ტინგზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო, რო­მე­ლიც Gოოგლე-ს სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მა­ში შემ­თხვე­ვით ვი­პო­ვე. ფო­ტო­ზე ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან, რო­მელ­თა უკან მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ტრანსპა­რან­ტე­ბი
ჩანს: "ძირს კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მი"; "რუსო ოკუ­პან­ტე­ბო, წა­დით სახ­ლში!"; "ძირს რუ­სე­თის დამ­პა­ლი იმ­პე­რია" და ა.შ. 30 წლის წი­ნაც და დღესაც ქარ­თველ ახალ­გაზ­რდებს იგი­ვე მო­თხოვ­ნე­ბი აქვთ, ისინი რუსი ოკუ­პან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­დი­ან...

ფოტო მა­ლე­ვე უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­ა­ზი­ა­რა და ერთ-ერთ კო­მენ­ტარ­ში უც­ნობ­მა ქალ­მა მომ­წე­რა: "ეს ჩემი კლა­სია!"
რა თქმა უნდა,
და­ვუ­კავ­შირ­დი ქალ­ბა­­ტონს ფო­ტოს ის­ტო­რი­ის გა­სა­გე­ბად. მან მირჩია, რომ ჩემი კლასელი მაია გიგოლაშვილი ისაუბრებს მთელი ჩვენი კლასის სახელითო...

აკა­კი ლო­დია, დათო ვარ­დოშ­ვი­ლი, თი­ნი­კო გუ­და­ძე, მაია გი­გო­ლაშ­ვი­ლი, ზუ­რაბ კუ­ტი­ბაშ­ვი­ლი, კახა ცქი­ტიშ­ვი­ლი, მეგი გო­ცი­რი­ძე, ნანა კურ­დღე­ლაშ­ვი­ლი, შო­რე­ნა გა­ბი­ცი­ნაშ­ვი­ლი, მა­ნა­ნა ჯან­გი­რაშ­ვი­ლი, ლალი ჯი­ღა­უ­რი, ქე­თი­ნო ჭე­იშ­ვი­ლი, თამ­რი­კო კან­დე­ლა­კი, ვე­რი­კო შა­კი­აშ­ვი­ლი, ბესო ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი - ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი არი­ან, მე-4 სკო­ლის მოსწავლეები, რომ­ლე­ბიც 30 წლის წინ აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ ჩარ­თულ­ი ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბა­ში. 30 წლის წი­ნან­დე­ლ ფო­ტოს ის­ტო­რი­ას ერთ-ერთი მათ­გა­ნი, ჟურ­ნა­ლის­ტი და ფი­ლო­ლო­გი მაია გი­გო­ლაშ­ვი­ლი აცო­ცხლებს:

- ეს ჩვე­ნი კლა­სია, ერთ-ერთი მე ვარ. ამ ფო­ტოს შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცო­დით და როდესაც "ფე­ის­ბუკზე" ვნა­ხეთ, ისეთი ემო­ცია გვქონ­და, სი­ტყვით ვერ გად­მოგ­ცემთ.­.. შემ­დეგ კლა­სე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს და­ვუ­კავ­შირ­დით და ყვე­ლა­ფე­რი გუ­შინ­დე­ლ დღე­სა­ვით გაგ­ვახ­სენ­და. ეს 1989 წლის და­ახ­ლო­ე­ბით 6-7 აპ­რი­ლია...

საბ­ჭო­თა მოს­წავ­ლე­ე­ბის პრო­ტეს­ტი


გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-იანი წლე­ბის ბო­ლოს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა და­ი­წყო, საბ­ჭო­თა ეპო­ქის შვი­ლე­ბი ვგრძნობ­დით, რომ ჩვენ­ში ჩნდე­ბო­და თა­ვი­სუფ­ლე­ბის მუხ­ტი და პრო­ტესტს გა­მოვ­ხა­ტავ­დით მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­მართ, რად­გა­ნ კო­მუ­ნის­ტუ­რი ჩარ­ჩო­ე­ბი, აზ­როვ­ნე­ბა არ მოგ­ვწონ­და და რო­გორც კი ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა და­იძ­რა, თით­ქოს მა­შინ­ვე ვი­პო­ვეთ ჩვე­ნი ად­გი­ლი. ზნე­ო­ბა გვკარ­ნა­ხობ­და, რომ იქ უნდა ვყოფილიყავით და პრო­ტესტს თა­ვი­დან­ვე შე­ვუ­ერ­თდით.


დღე არ გა­მოგ­ვი­ტო­ვე­ბია, თუმ­ცა სკო­ლა­ში პრობ­ლე­მე­ბი გვქონ­და - დი­რექ­ტო­რის კა­ბი­ნეტ­ში გვიბარებდნენ და სა­თი­თა­ოდ გვსაყ­ვე­დუ­რობ­დნენ. ვის­მენ­დით დი­რექ­ცი­ის კო­მუ­ნის­ტურ რი­ტო­რი­კას, მაგ­რამ ეს ჩვენ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბას ვერ ახ­დენ­და, რო­გორც კი და­ამ­თავ­რებ­დნენ შე­გო­ნე­ბას, გა­მო­ვი­ხუ­რავ­დით კარს და მა­შინ­ვე მი­ტინგზე მივ­დი­ო­დით...

ყო­ველ დი­ლას სკო­ლას­თან ვიკ­რი­ბე­ბო­დით და პირ­და­პირ პარ­ლა­მენ­ტის­კენ გავ­რბო­დით. 7-8 აპ­რილს უკვე მას­წავ­ლებ­ლე­ბიც და დი­რექ­ცი­აც მიხ­ვდნენ, რომ აკ­რძალ­ვას აზრი აღარ ჰქონ­და და მი­ტინგზე მოგ­ვყვე­ბოდ­ნენ.

ლე­ნი­ნის ძეგლის ჩა­მოგ­დე­ბი­სას, დიდი კუ­ბოს მსგავ­სი ყუთი იყო, სა­დაც პი­ო­ნე­რის და­ხე­ულ ყელ­სახ­ვე­ვებს, კომ­კავ­ში­რელის ნიშ­ნებსა და ბი­ლე­თებს ვყრი­დით. ასე­თივე ყუთი იდგა კი­ნოს სახ­ლის წი­ნაც. იქ ხომ აქ­ტი­უ­რი ცენ­ტრი იყო, სა­დაც პროგ­რე­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნე ინ­ტე­ლი­გენ­ცია იკ­რი­ბე­ბო­და.

და­ვი­თის დრო­შა


გა­დავ­წყვი­ტეთ, აქ­ცი­ებ­ზე დრო­შა გვქო­ნო­­და. ჩვე­ნი ერთ-ერთი კლა­სე­ლის დე­დამ, დიანა თევ­ზა­ძემ, რომელიც მხატვარი იყო, და­ვი­თის დრო­შა დაგ­ვი­ხა­ტა. გვქონ­და ასე­ვე წმინ­და გი­ორ­გის დრო­შაც, მაგრამ და­ვი­თის დრო­შა ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი სურ­ვი­ლით შე­იქ­მნა.


ერთ-ერთი შეკ­რე­ბის დროს, რო­დე­საც იმ სა­ა­მა­ყო დრო­შას ვაფ­რი­ა­ლებ­დით, სახ­ლი­დან გა­მო­ვი­და მე­რაბ კოს­ტა­ვა, დაღ­მარ­თზე ჩა­მო­დი­ო­და, მი­ტინგზე სი­ტყვით უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო და თვალ­ში მოვ­ხვდით პა­ტა­­რა გოგო-ბი­ჭე­ბი. მოგ­ვი­ახ­ლოვ­და, მოგ­ვე­ფე­რა, მოგ­ვე­სიყ­ვა­რუ­ლა, ჩაგ­ვე­ხუ­ტა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი გვი­წო­და. ეს იყო ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი წამი და ძლი­ე­რი კად­რი. ის დრო­შა მე­რაბ კოს­ტა­ვას ვა­ჩუ­ქეთ! დიდი სი­ხა­რუ­ლი­თა და სი­ა­მა­ყით გა­მოგ­ვარ­თვა. ალ­ბათ ჩვე­ნი გულ­წრფე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­სამ­ჩნე­ვი იყო, მარ­თლე­ბი ვი­ყა­ვით და ძა­ლი­ან გვინ­დო­და, იმ სა­ში­ნე­ლი რე­ა­ლო­ბის შეც­ვლა. ძა­ლი­ან გვინ­დო­და სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა...

ახ­ლა­ხან, სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ 30 წლის შემ­დე­გაც დროშა მე­რაბ კოს­ტა­ვას­ სახლ-მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა. ამ დღე­ებ­ში გახ­ლდით და სა­კუ­თა­რი თვა­ლით ვნა­ხე. მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ამ დროშისა და მისი ავ­ტო­რის შე­სა­ხებ არა­ფე­რი­ იცოდ­ნენ, ჩვენ კი ის ამ­დე­ნი წლის შემდეგ აღმოვაჩინეთ... მად­ლო­ბა ამ ადა­მი­ა­ნებს და ძალიან დასაფასებელია, რომ დიდი რუ­დუ­ნე­ბი­თ უვ­ლი­ან არა მარ­ტო ჩვენს დრო­შას, არამედ მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში დაცულ ყველა ნივთს, რაც თითოეული ქართველისთვის ძალიან ძვირფასია...


თა­ვად დრო­შას სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვს: იო­ა­ნე ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის გად­მო­ცე­მით, ცხენი რქო­სა­ნი, რო­მე­ლიც და­ვი­თის დრო­შა­ზეა გა­მო­სა­ხუ­ლი, მე­ფემ თა­ვი­სი ხე­ლით და­ი­ჭი­რა­. რო­დე­საც აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი თბი­ლი­სი­დან ქუ­თა­ის­ში მი­დი­ო­და, ვიწ­რო გზა­ზე ცხე­ნი (რქოსანი) და­ი­ნა­ხა, რთუ­ლი და­სა­ჭე­რი იყო, მაგ­რამ და­ი­ჭი­რა და თბი­ლის­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნა. ცხე­ნი სა­ო­ცა­რი სის­წრა­ფისა და ძა­ლის მქო­ნე იყო, ერთ დღე­ში შე­ეძ­ლო თბი­ლი­სი­დან ქუ­თა­ის­ში ჩას­ვლა, ქუ­თა­ი­სი­დან ქარ­თლში, ქარ­თლი­დან კა­ხეთ­ში და იქი­დან ისევ უკან დაბ­რუ­ნე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ მოხ­ვდა ის და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის დრო­შა­ზე...

როცა მე­ზო­ბე­ლი იმ­პე­რი­ა­ლის­ტია


მარ­თა­ლია, დღეს დრო­შით აღარ გა­მოვ­დი­ვართ, მაგ­რამ თი­თო­ე­ულ ჩემს კლა­სელ­ში იმ ემო­ცი­ას მაინც ვი­ჭერ, რაც მა­შინ გვქონ­და. ეს არ იყო ურა­პატ­რი­ო­ტიზ­მი, ნამ­დვი­ლი პატ­რი­ო­ტიზ­მი გახ­ლდათ... ჩვენ მე­რაბ კოს­ტა­ვას იდე­ებ­ზე გაზ­რდი­ლი თა­ო­ბა ვართ, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიაში. დღევანდელ მოვლენებსა და მაშინდელს ვერ შევადარებ, რადგან ის რე­ა­ლო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო ყო­ველ­გვარი პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­ჟი­რე­ბის­გან.

ჩემი კლა­სის სა­ხე­ლით, მინ­და მად­ლო­ბა­ გა­და­გი­ხა­დოთ ამ ფო­ტოს აღ­მო­ჩე­ნის­თვის, ჩვე­ნი ბავ­შვო­ბის წლე­ბის გახ­სე­ნე­ბის­თვის. იმ დროში დაგვაბრუნეთ, პა­ტა­რა გოგო-ბი­ჭე­ბად გვაქციეთ, იგი­ვე ტალ­ღა წა­მო­ვი­და, ემო­ცი­უ­რი შოკი გვქონ­და!

იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი რუ­სე­თი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ვე­რას­დროს გახ­დე­ბა, რად­გა­ნაც მუდ­მი­ვი სი­ხარ­ბი­თ არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. რად­გან კა­რის მე­ზო­ბე­ლი იმ­პე­რი­ალის­ტი გყავს, მის წი­ნა­აღ­მდეგ მე­თო­დე­ბი უნდა შე­ი­მუ­შა­ო... სამ­წუ­ხა­როა, რომ ისევ მობ­რუნ­და ის­ტო­რია და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის თა­ო­ბა ისევ რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ლის­ტურ სივერაგეს აპ­რო­ტეს­ტე­ბს. ის­ტო­რია მე­ორ­დე­ბა, ის­ტო­რია არ მთავ­რდე­ბა. თით­ქოს მო­ჯა­დო­ე­ბულ წრე­ზე დავ­დი­ვართ. ეტყო­ბა, სა­ქარ­თვე­ლო მუდ­მი­ვად ბრძო­ლა­ში უნდა იყოს!

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
დღის კითხვადი სტატიები